გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში IMF-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის საჯარო ლექცია გაიმართა
17 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმოქმედი წარმომადგენლის, ენდრიუ ჯუველის საჯარო ლექცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 22 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწვეულმა სტუმარმა გრუნის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ორგანიზაციის როლისა და მნიშვნელობის, საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობის, არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
ენდრიუ ჯუველმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, საინვესტიციო გარემოს განვითარებასა და იმ ფაქტორებზე, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებს განსაზღვრავს.
შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობისა და საქართველოსთან მათი თანამშრომლობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ლექციის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც მონაწილეებმა ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები მოისმინეს.
ამგვარი შეხვედრები, სტუდენტების პროფესიული განვითარების, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი