SANGU-სა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
22 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ რევაზ ნადარაიას, უნივერსიტეტში უმასპინძლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სანგუში, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.
მემორანდუმს ხელი მოაწერა უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი ბრაჭულმა, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან – სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.
თანამშრომლობა სტუდენტებისთვის ახალი აკადემიური და პროფესიული შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. მემორანდუმის ფარგლებში სანგუს სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, უფრო აქტიურად ჩაერთონ პრაქტიკულ და პროფესიულ აქტივობებში, გაიღრმაონ ცოდნა და სამართლის სფეროში მოქმედი ინსტიტუტების საქმიანობას უკეთ გაეცნონ.
უნივერსიტეტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პარტნიორობა ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და მომავალი კარიერისთვის მნიშვნელოვანი უნარების გაძლიერებას.
-
SANGU-ს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ეწვია
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
2027 წლის აბიტურიენტების გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე SANGU მიღებას აცხადებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი