10 ინოვაციური ფაკულტეტი, რომელიც არ არსებობდა 20 წლის წინ
გამოკვლევები ცხადყოფს, რომ სკოლაში ვიდეო თამაშებზე დახარჯული საათები არც ისე ფუჭი ყოფილა, როგორც აქამდე მიიჩნევდნენ. ოცი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა ბრწყინვალე კარიერის აწყობას სათამაშო ხელოვნებაში, ისევე, როგორც ხარისხის დაცვას მონაცემთა ჟურნალისტიკასა და ჰოლოგრამების დამზადებაში. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, წლიდან წლამდე იზრდება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მსგავსი სპეციალობების დაუფლების შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო მოთხოვნადსა და მაღალანაზღაურებადს ხდის ზემოთ აღნიშნულ ფაკულტეტებს.
ახლა კი თვალი გადავავლოთ იმ უმაღლესი სასწავლებლებლებს, რომლებიც გვთავაზობენ დავეუფლოთ იმ სპეციალობებს რომლებიც საერთოდ არ არსებობდნენ 20 წლის წინ:
1)ვიდეო თამაშების დიზაინის შექმნა და განვითარება–სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კინოხელოვნების სკოლაში ფილმის, ტელევიზიისა და ახალი მედიის ხელოვნების თეორიული და პრაქტიკული მიმართულებების გარდა, არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ვიდეო თამაშების დიზაინის შექმნისა და განვითარების ფაკულტეტი. ზემოთაღნიშნული სასწავლო პროგრამა მოიცავს 7 საგანს,რომელთა შორისაა დონეების (level) დიზაინის შექმნა და მოდელირება, მომხმარებლის ინტერფეისის დამზადება, მულტიმოთამაშეების დამატება და თამაშისათვის მსვლელობის მიცემა.
რაც შეეხება ვიდეოთამაშების პროგრამირების ფაკულტეტს, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ სათამაშო მოწყობილობისათვის პროგრამული ენისა და კოდის დაწერა.
2) გამოთვლითი და საინფორმაციო ტექნოლოგიების მომხიბვლელობა-კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლეი
კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის კურსის მოკლე აღწერა შემდეგნაირად გამოიყურება: „კომპიუტერის ისტორია, საფუძვლები, ძირითადი პრინციპები, მომავალი და მისი გავლენა საზოგადოებაზე“.
კომპიუტერი-ეს ის მოწყობილობაა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. კურსის აღწერაში წინა პლანზე წამოწეულია ის აღმოჩენები და პროგრესი,რომელიც მრავალმა დარგმა განიცადა კომპიუტერული ტექნოლოგიების წყალობით. ასევე დიდი ყურადღება ეთმობა მის გავლენას საზოგადოებისა და სტუდენტების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. კალიფორნიის უნივერსიტეტში სტუდენტები დაეუფლებიან კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლებსა და გრაფიკულ ენას, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ მნიშვნელოვანი პროგრამული პროექტის განხორციელებას გუნდური პრინციპით. რა თქმა უნდა, ზემოთაღნიშნული პროექტი მათი ინტერესის სფეროსთანაა დაკავშირებული.
3) ტექნოლოგია და წარმოსახვა– მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტი
მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარი მიზანია ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და შემოქმედებით უნარს შორის ურთიერთკავშირის დადგენა . ტექნოლოგიის ისტორიული განვითარებისა და ინოვატორთა იდეების შესწავლით, სტუდენტებს შესაძლელობა ეძლევათ გააკეთონ დასკვნა თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას წარმოსახვის სტიმულირება და პირიქით.
კურსი ეფუძნება ტექნოლოგიის, მეცნიერების, ლიტერატურისა და კულტურის ისტორიისა შესწავლას, ასევე შემოქმედებითი წერის უნარ-ჩვევების დაუფლებას. საკითხავი მასალა მრავალფეროვანია, რომანტიკოსი მწერლებიდან დაწყებული, თანამედროვე ნოველებით დამთავრებული. მსჯელობის თემები მოიცავს სამეცნიერო ინსტრუმენტირებას , კოსმოსში მოგზაურობასა და უტოპიზმს. ზოგადად, ეს გასართობი გზაა კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე „დამოკიდებულთათვის“ თავიანთი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციონ.
4) მეცნიერული ფაქტები და სამეცნიერო ბელეტრისტიკა-ჰარვარდის უნივერსიტეტი
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ისტორიის ფაკულტეტის ეს კურსი საშუალებას აძლევს სტუდენტებს ერთდროულად დაეუფლონ მეცნიერებასა და სამეცნიერო ბელეტრისტიკას, ასევე დაადგინონ მათ შორის ურთიერთკავშირი. კერძოდ, სტუდენტები ეცნობიან სამეცნიერო ბელეტრისტიკის ჟანრის ნოველებსა და ფილმებს, შემდეგ კი განიხილავენ მხატვრულ წარმოდგენებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს შორის ურთიერთკავშირს.
5) ტექნოლოგიური მეწარმეობა– კარნეგ მელონის უნივერსიტეტი
მსოფლიოს თანამედროვე და ყველაზე წარმატებული ბიზნეს წამოწყებები ტექნოლოგიური კონცეფციიდან აღმოცენდა. ზემოთაღნიშნული კურსი მიზნად ისახავს სტუდენტთა ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გაღრმავებას, რაც ხელს უწყობს ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და მათი ბიზნესის სასიკეთოდ გამოყენებას. მოცემული კურსი საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეისწავლონ თუ როგორ მიუდგნენ მეწარმეობას ტექნოლოგიურ პერსპექტივაში.
6) მონაცემთა და კვლევითი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი-ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
ინტერნეტზე დაფუძნებული კვლევითი ბაზის აღმოცენებასთან ერთად გაჩნდა ისეთი სპეციალობა, როგორიც არის მონაცემთა ჟურნალისტი. სასწავლო კურსი საშუალებას აძლევს სტუდენტებს გამოიმუშავონ მონაცემთა პოვნის, შეგროვებისა და დამუშავების უნარ-ჩვევები. მათი მთავარი ამოცანას წარმოადგენს დიდი რაოდენობის მასალისაგან მთავარი აზრის გამოტანა და საბოლოო დასკვნების გაკეთება.
7) სოციალური მედია და ვირტულური კომუნიკაციები -ემორის უნივერსიტეტთან არსებული ბიზნეს სკოლა
დღესდღეობით, ბიზნესის წამოწყება წარმოუდგენელია კარგი სოციალური მედია- მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე. ზემოთ აღნიშნული კურსი ასწავლის სტუდენტებს სოციალური მედიის გამოყენებას ბიზნეს კონტექსტში, მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით.
8) მედია და სოციალური ფსიქოლოგია– ფილდინგის უნივერსიტეტი
მოცემული კურსი სტუდენტებს სთავაზობს სოციალური ფსიქოლოგიის შესწავლას მასმედიის კონტექსტში, უფრო კონკრეტულად კი მის გავლენას სოციუმზე. დღესდღეობით, ჩვენ სოციალური მედიის დიდი ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით.
ზემოთაღნიშნული კურსის მცირე აღწერა კი შემდეგნაირია: „ჩვენი მთავარი ამოცანაა ღრმად ჩავწვდეთ თვითშეგნების, მსჯელობის, ახსნა-განმარტების, მოლოდინის, დამოკიდებულებისა და ქცევის ფორმაციას. ასევე მასმედიის გავლენას სოციალური თვითმყოფადობის ფორმირებაზე. მოცემული კურსი ასევე მოიცავს ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა ვიდეოთამაშები, ძალადობა და აგრესია, ცრურწმენა და სოციალური ქსელის ფსიქოლოგია.
9) აუდიო ინტერნეტ ტექნოლოგიებისათვის– ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
მოცემულ კურსზე ისწავლება მაღალი ხარისხის ხმოვანი სიგნალების წარმოება, დამუშავება და მიწოდება, რომლებიც განკუთვნილია ვებ-ტექნოლოგიების ფორმატისათვის.
10) ციფრული ჰოლოგრამების დამზადება– ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი
მოცემულ კურსზე ისწავლება ჰოლოგრამების 3D ფორმატში დამზადება, ასევე განათებისა და სტრუქტურული ტექნიკის გამოყენება ჰოლოგრაფიული ხელოვნების ნიმუშების დასამზადებლად.
წყარო: http://mashable.com
-
14 ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილი 2026 წელს და მათი საშუალო ხელფასები (BLS)
by სამკითხველო
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს
-
პროფესიის არჩევა – 10 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აბიტურიენტმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას
by სამკითხველო