გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
1-ელ აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 3 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტელექტუალურ შეჯიბრში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 22 გუნდი მონაწილეობდა.
დაძაბული და საინტერესო ასპარეზობის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებსაც – ქეთი ქარელიშვილს, ქეთი ვანიშვილს, მარიამ ნოზაძეს, მარიამ მჭედლიშვილს, მარიამ ხანიშვილსა და ლიკა გუდაძეს, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდმივად უჭერს მხარს სტუდენტებში შემეცნებითი და ინტელექტუალური აქტივობების წახალისებას“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი