განათლების სამინისტრო ფინანსურ დახმარებას გაუწევს მეცნიერებათა აკადემიას – მიზანი და თანხის ოდენობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაახლოებით 200 ათასი ლარით დაეხმარება.
ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის 30 მარტის განკარგულებაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებებისა და ქართველოლოგთა საერთაშორისო კონგრესის განხორციელების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებებისა და ქართველოლოგთა საერთაშორისო კონგრესის განხორციელების მიზნით, კულტურის სამინისტრომ, კულტურული პროგრამის (საზეიმო საღამოს) ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით, უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის ფინანსური დახმარების 180,207.00 (ას ოთხმოცი ათას ორას შვიდი ლარი) გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
ასევე იხილეთ:
„სახელმძღვანელოები პრაქტიკულად არ გვაქვს, ძალიან სერიოზული პრობლემაა“ – კონსერვატორიის რექტორი
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება