ალტე უნივერსიტეტის დელეგაცია პორტუგალიის წამყვან უნივერსიტეტებს სამუშაო ვიზიტით ეწვია
ალტე უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო კავშირების გაფართოებასა და პარტნიორული ქსელის გაძლიერებას – უნივერსიტეტის დელეგაცია პორტუგალიის წამყვან უნივერსიტეტებს, (University of Aveiro, NOVA University Lisbon) თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო ვიზიტით ეწვია.
უნივერსიტეტის მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი – რამაზ კუკულაძე, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით – ირმა გრძელიძე, ადამიანების განვითარებისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის დირექტორი – სოფიო იდაძე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები:
University of Aveiro – განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მიმართულებებს, ბიომედიცინას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას სამედიცინო განათლებასა და კვლევაში. უნივერსიტეტი გამოირჩევა თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურით, განვითარებული ლაბორატორიული ბაზითა და ინოვაციური ეკოსისტემით, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებასა და თანამშრომლობას, ინდუსტრიასა და საჯარო სექტორთან.
NOVA University Lisbon – განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სფეროზე, მედიცინასა და ბიომედიცინაზე. დელეგაციას წარედგინა სამედიცინო განათლების სტრუქტურირებული მოდელები, კომპეტენციებზე დაფუძნებული ზედამხედველობის სისტემა და კვლევით ცენტრებზე ინტეგრირებული სადოქტორო პროგრამები. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსლაციურ და კლინიკურად ორიენტირებულ კვლევებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო აკადემიურ ქსელებთან.
ვიზიტის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტმა:
- გაიზიარა ევროპული გამოცდილება სამედიცინო განათლებისა და ხარისხის მართვის მიმართულებით;
- განსაზღვრა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის განვითარების ახალი შესაძლებლობები;
- დაგეგმა სამომავლო თანამშრომლობა;
- შექმნა საფუძველი გრძელვადიანი და ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობისთვის ინსტიტუციებს შორის.
მსგავსი ტიპის ვიზიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო სტრატეგიის ეფექტურად განხორციელების პროცესში და მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემოს ფორმირებას.
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ELFA-ს ყოველწლიურ საერთო კრებასა და კონფერენციას დაესწრო
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI–XII კლასის მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტი 2 მაისს ღია კარის დღეს მართავს
by ალტე უნივერსიტეტი