„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს და რა უნდა ვიცოდეთ იარლიყებზე
ავტორი: ანა ქურდაძე-კუხაშვილი – ფსიქოლოგი
რა უნდა ვიცოდეთ, როცა საქმე ბავშვებსა და იარლიყებს ეხება
ალბათ, ნაცნობი ფრაზებია: „ის ძალიან ჯიუტია“, „ჩუმია და მორიდებული“, „ცელქია და ვერ ჩერდება” და სხვ. ჩვენ ამ ფრაზებს ხშირად სიყვარულით ვამბობთ, ღიმილით ან გაბრაზებით, თუმცა ბავშვი მსგავს სიტყვებს საკუთარ იდენტობად აღიქვამს. ბავშვები საკუთარ თავს სწორედ ჩვენს სიტყვებში ხედავენ და როცა ერთსა და იმავე შემფასებლურ ფრაზას ხშირად ისმენენ, ეს ნელ-ნელა მათ იდენტობად იქცევა.
ბავშვი ფიქრობს: „მე ჯიუტი ვარ”, „მე მორცხვი ვარ“, „მე ცუდი ვარ“. შემდეგ კი ზუსტად ისე იქცევა, როგორც ამ იარლიყს „შეეფერება“.
პრობლემა ქცევის დასახელება არ არის. პრობლემაა, როცა კონკრეტული ქცევა ბავშვის მთავარ მახასიათებლად იქცევა. ამიტომაც, სცადეთ პატარა ენობრივი ცვლილება:
„შენ ჯიუტი ხარ“ – ამის ნაცვლად, უთხარით – „ვიცი, რომ ახლა ძალიან გიჭირს დათმობა“.
„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – ეს ფრაზა კი შეგიძლიათ, შეცვალოთ ამგვარად – „ამ ქცევით სხვას ავნებ“.
ასე ბავშვს ვეუბნებით: „შენი ქცევა შეიძლება არ მომწონს, მაგრამ შენ ბევრად მეტი ხარ, ვიდრე შენი საქციელი“. ამიტომაც, ვცადოთ, რომ მათთვის ჩვენი ხმა იყოს მხარდამჭერი და არა შემზღუდავი.
ასევე იხილეთ:
პატარა „სიბრძნის კონები“ ქუთაისიდან – როგორ იმოგზაურეს მოსწავლეებმა იგავ-არაკების სამყაროში
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია იმართება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS