გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს EPLO-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფილიალის დირექტორი ესტუმრა – გაფორმდა მემორანდუმი
26 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფილიალის დირექტორი, იოსებ ნანობაშვილი სტუმრობდა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების აკადემიური პერსონალთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე, მოწვეულმა სტუმარმა წარმოადგინა პრეზენტაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და გრუნისა და EPLO-ს თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. აღინიშნა, რომ EPLO წარმოადგენს სამთავრობათაშორის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მისიაა ევროპული საჯარო სამართლის, მმართველობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს აერთიანებს.
გრუნის რექტორის მოადგილეებმა, პროფესორებმა: გულნაზ გალდავამ და ვახტანგ ჭარაიამ, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ხატია მარკოზაშვილმა, აღნიშნეს, რომ განათლების, კვლევისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით ამგვარი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ აკადემიურ და პრაქტიკულ ღირებულებას სძენს გრუნის საერთაშორისო საგანმანათლებლო საქმიანობას.
შეხვედრის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს გრუნისა და EPLO-ს თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:
- ELGS-ის კამპუსის ფუნქციონირება უნივერსიტეტის ბაზაზე;
- ერთობლივი აკადემიური პროგრამების განვითარება;
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა;
- სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგპროგრამების განხორციელება;
- საზაფხულო და ზამთრის სკოლების ორგანიზება;
- ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობა;
- სტუდენტების ELGS-ის პროგრამებში ჩართვა;
- Erasmus+-ის მობილობის შესაძლებლობების გამოყენება.
ერთობლივი შეთანხმებით, უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა EPLO-ს საგანმანათლებლო ინსტიტუტის (ELGS) კამპუსი/სექცია, რომელიც სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებებით საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ახორციელებს.
ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის დაგეგმვისა და განვითარების კოორდინაცია, ინტერნაციონალიზაციის საკითხებში უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, თამარ ლაღიძემ განახორციელა.
-
რას ისწავლით GRUNI-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე – აბიტურიენტისთვის
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გრუნის პარტნიორი გახდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ინოვაციური ტრენინგ-კონკურსი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი