GE

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

უნივერსიტეტის შერჩევა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ყველას , ამ პერიოდში, განსხვავებული მოლოდინები და მიზნები აქვს. საბაუნი კი ცდილობს, რომ ეს მოლოდინები გაამართლოს და მიზნებისკენ სწრაფვის გზაზე მათი მხარდამჭერი იყოს.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, პროფესიული, კვლევითი და შემოქმედებითი განვითარებისთვის, შესაბამისი გარემო დაგხვდება. საბაუნი შენს პროფესიულ განვითარებაზე მაქსიმალურად იზრუნებს და საჭირო უნარებს შეგძენს.

რატომ საბაუნი?

1. საზაფხულო სკოლა პოლონეთში – სრული დაფინანსებით
საბაუნი ყოველთვის ცდილობს წაახალისოს ის აბიტურიენტები, რომლებიც პირველი პრიორიტეტით საბაუნის ირჩევენ. შესაბამისად, მიმდინარე წელსაც, პირველი პრიორიტეტით ჩარიცხული 25 აბიტურიენტი, რომელთა მიღებული ქულები ასევე პირველი პრიორიტეტით ჩარიცხულ სტუდენტთა ქულებზე მაღალი იქნება, დაუფინანსდებათ საზაფხულო სკოლა პოლონეთში.

2. შიდა საუნივერსიტეტო გრანტი ყველა ოქროს მედალოსანს
საბაუნი აფასებს 12 წლიან მონდომებას. საბაუნიში ჩარიცხული ოქროს მედალოსნები შიდა საუნივერსიტეტო გრანტით ისარგებლებენ, რის ფარგლებშიც დაუფინანსდებათ პირველი სემესტრის სწავლის საფასური.

3. ლეპტოპი ყველა სტუდენტს 100%-იანი გრანტით
სტუდენტობისას, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტისგან მაქსიმალური მხარდაჭერა იგრძნო, შესაბამისად, საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში, ყველა 100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტი მიიღებს ლეპტოპს.

4. საუნივერსიტეტო მონდომების წახალისება
წარმატებულ სტუდენტებს საბაუნი საუნივერსიტეტო, საფაკულტეტო და სახელობით სტიპენდიებს სთავაზობს.

5. სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი სისტემა
გადახდის მოქნილი სისტემა გულისხმობს სწავლის საფასურის 10 თვეზე გადანაწილებას, მოთხოვნის შემთხვევაში.

6. საბაუნის ენების ცენტრი
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს პირველი 2 წლის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა დამატებით აირჩიოს გერმანული ან ფრანგული ენა. სწავლების 2 წლიანი სრული პროგრამის გავლის შემთხვევაში გადაეცემა სერტიფიკატი.

7. გაცვლითი პროგრამები ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში
საბაუნის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ისწავლონ სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებითა და საზაფხულო სკოლით, რაც სრულად, შიდა საუნივერსიტეტო გრანტით ფინანსდება.

8. საუნივერსიტეტო, საფაკულტეტო და სახელობითი სტიპენდიები
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდიებით, როგორიცაა: სულხან-საბას სახელობის სტიპენდია; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტიპენდია; ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტიპენდია; სამართლის ფაკულტეტის სტიპენდია; დავით ბატონიშვილის სახელობის სტიპენდია.

9. სტარტაპ პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა სტარტაპ პროექტების გრანტის მოსაპოვებლად მიიღოს დარგის ლიდერებისგან სრული კონსულტაციები და რეკომენდაციები.

10. დამატებითი ბენეფიტები თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის
პირველი პრიორიტეტით საბაუნის არჩევის შემთხვევაში პირველ სემესტრში თავისუფლდებიან გადასახადისგან, ხოლო პირველი სემესტრის ბოლოს მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში (70 ქულა+) შიდა საუნივერსიტეტო გრანტით ისარგებლებენ.
არასდროს დაგავიწყდეს რომ ცოდნა და შესაფერისი გარემო ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

088 – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კოდი ცნობარში.

()

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm