საბაუნიში, თემაზე – „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევები საქართველოში“, საჯარო ლექცია გაიმართა
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, თემაზე – „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევები საქართველოში“, საჯარო ლექცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 27 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თამარ გაბოძე და გენდერის მკვლევარი გიორგი ურჩუხიშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრას მოდერაცია „საფარის“ დირექტორის მოადგილემ და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ეკატერინე მუზაშვილმა გაუწია.
ღონისძიების ორგანიზატორი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა და „საფარი“ იყო.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი