GE

10 ამოცანა, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედით ჩანს მარტივი

ლოგიკური და მათემათიკური ამოცანების ამოხსნა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ტვინის ტონუსში შესანარჩუნებლად. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ სკოლა დიდი ხნის წინ დაამთავრეთ, ეს არ არის მიზეზი, რომ მათზე უარი თქვათ.

გთავაზობთ 10 ამოცანას, რომელიც კარგად დაგაფიქრებთ. ხოლო თუ ნებისყოფა არ გეყოფათ, პასუხებს სტატიის ბოლოს იხილავთ.

#1

რამდენ ციფრს ხედავთ?

#2

როგორ გამოიყურება ეს პირამიდა ზემოდან?

#3

ნიკას და გიორგის თითო შეფუთვა კამფეტი აქვთ. თითოში 12 ცალია. ნიკამ თავისი შეფუთვიდან რამდენიმე შეჭამა. გიორგიმ კი თავისი შეფუთვიდან იმდენი ცალი შეჭამა, რამდენიც ნიკას შეფუთვაში რჩებოდა. სულ რამდენი კამფეტი აქვთ ნიკას და გიორგის ერთად?

#4

აისბერგის ნაწილი წყლის დონის ზემოთ მდებარეობს. მას ნატეხი ტყდება, რომელიც წყალში ვარდება და დნება. შეიცვალა თუ არა წყლის დონე?

#5

რა დროს უნდა აჩვენებდეს საათი #5?

#6

რა პრინციპითა არის აწყობილი მოცემული მაგალითები?

#7

სასწორის ერთ მხარეს ორკილოგრამიანი ქვა დევს. მეორეზე კი იმავე წონის რკინის გირი. სასწორი ტვირთთან ერთად ჩაუშვეს წყალში. დარჩება თუ არა სასწორი წონასწორობაში წყლის ქვეშ?

#8

კალათში 5 ვაშლია, რომელიც 5 ადამიანზე უნდა გაიყოს. როგორ უნდა გაიყოს ვაშლი თანაბრად ისე, რომ კალათში 1 ვაშლი დარჩეს?

#9

რომელი ნიშნები უნდა მოქცეს ციფრებს შორის, რომ ყოველი ტოლობა სწორი იყოს?

#10

შეგიძლიათ სწორად ამოხსნათ ეს ერთი შეხედვით მარტივი მაგალითი?

მაშ ასე, სწორი პასუხები:

პასუხები:

#1

სურათზე 10 ციფრის პოვნაა შესაძლებელი, აი დასტურიც:

#2

ვარიანტი 3

#3

ბიჭებს ერთად 12 კანფეტი აქვთ

#4

არქიმედეს კანონის თანახმად, წყლის მოცულობის წონა, რომრლიც ყინულმა გამოდევნა, ყინულის წონის ტოლია. თავიდან, როცა აისბერგს ნაწილი მოტყდა, წყლის დონემ დაიწია. დნობის შედაგად ყინული წყლად გადაიქცა. იმავე წონის, დახარჯული მოცულობის კომპენსაციით წყლის დონე არ შეცვლილა.

#5

ამ ამოცანაში დროს უკან წევენ: თავიდან 1 საათითა და 10 წუთით, შემდეგ 1 საათითა და 20 წუთით და ბოლოს 1 საათიდა და 30 წუთით. შესაბამისად, მეოთხე საათიდან დრო 1 საათითა და 40 წუთით უკან უნდა გადავწიოთ და სწორი პასუხიც მზადაა.

#6

აი სწორი ალგორითმი: 7-3=4, 7+3=10, 7*3=21 თუ ამ პასუხებს რიგში დავაწყობთ ,მაგალითის სწორ პასუხს მივიღებთ.

#7

წყალში ჩაშვებული ყოველი სხეული, წონაში იმდენს კარგავს, რამდენი წყალიც გამოდევნა. ქვას უფრო დიდი მოცულობა აქვს, ვიდრე იმავე წონის გირს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვა მეტ წყალს გამოდევნის, უფრო მსუბუქი გახდბა და სასწორს გირი გადაწონის.

#8

მათგან ერთ-ერთმა ვაშლი კალათთან ერთად უნდა აიღოს

#9

აი სწორი ნიშნები:

#10

მათემატიკური წესების მიხედვით, პირველ რიგში საჭიროა ფრჩხილებში არსებული ნაწილის ამოხსნა. შედეგად ასეთ ტოლობას ვიღებთ: 6÷2×3=9

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: adme

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური