სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენცია გახსნა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა პროფესორმა ნინო ორჯონიკიძემ, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა და კონფერენციის ორგანიზატორმა პროფესორმა თეა ხორგუშვილმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 50 მოხსენება.
სექციებს უხელმძღვანელეს: პროფესორმა გიული გიგუაშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ოსაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა მაკა სოსანიძემ.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი