GE

10 წიგნი, რომელიც ნოემბერში უნდა წაიკითხოთ

1.„ჟამთასვლა“,  ავტორი: ზედი სმიტი

სმიტის მეხუთე ნოველის მთავარ პერსონაჟს მაშინ ვხვდებით, როცა სამსახურიდან ძალიან დამამცირებელ გარემოებაში ითხოვენ და მისთვის სათაკილო გარემოება სოციალურ მედიას სწრაფად ედება.

p04d856nშემდეგ ავტორი ამ ამბის თხრობას წყვეტს და 1980 წლის ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში ინაცვლებს, სადაც ნოველის გმირი და მისი მეგობარი ტრეისი, ორივე შერეული რასის, ქორეოგრაფიის გაკვეთილებზე დადიან და მაიკლ ჯექსონის „თრილერის“ რიტმებზე ცეკვავენ. ორივე იზრდება. ნიჭიერი ტრეისი პროფესიონალი მოცეკვავე ხდება. მთავარი პერსონაჟი კი, რომელის ჩამოყალიბებაზეც დიდი გავლენა ფემინისტმა დედამ მოახდინა, მუშაობას იწყებს ავსტრალიელ, მადონას მსგავს პოპვარსკვლავ აიმესთან. მომღერალი დასავლეთ აფრიკაში გოგონათა სკოლის სპონსორია. პრობლემები მაშინ იწყება, როცა აიმეს ქვეყნის სასტიკ ლიდერთან კავშირში დაადანაშაულებენ.

„ჟამთასვლა“ ვირტუოზული ნაწარმოებია, რომელიც სავსეა გამორჩეული და საინტერესო დაკვირვებებით ცეკვაზე, რასობრივ კონტექსტზე, კლასზე, შოუბიზნესურ ცნობადობაზე, მსოფლიო კულტურაზე, მომხვეჭელობაზე, ასევე, მეგობრებსა და დედა-შვილს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე. (წყარო: Penguin Press)

2.„ელეანორ რუზველტი: ომის წლები და შემდგომი პერიოდი“, ავტორი: ბლანშ ვაიზენ ქუკი

p04d855jქუკის ტრილოგიის, ბოლო, მესამე წიგნი წარმოადგენს ელანორ რუზველტის, ცეცხლოვანი პირველი ლედის, ბიოგრაფიულ პორტრეტს, ქალის, რომლის მუხლჩაუხრელმა ძალისხმევამ სოციალური სამართლიანობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების რეალობა შეცვალა. წიგნი იწყება 1939 წლის ღამით, როდესაც ემიგრანტების მიმართ ნეგატიურად განწყობილი მასობრივი პროტესტის მიუხედავად, ელეანორ რუზველტი ჰიტლერის მსხვერპლთა დასაცავად გამოდის  და სრულდება  მისი  გარდაცვალებით 1962 წელს.

ეს მიზანდასახული ქალბატონი მუდამ სამართლიანობის სადარაჯოზე იდგა, გამოირჩეოდა ინიციატივებით, ხშირად სტუმრობდა მიგრანტთა სამუშაო ბანაკებს კალიფორნიაში, ითხოვდა ხელმისაწვდომ ბინებსა და ჯანდაცვას, მხარს უჭერდა სამხედრო ძალების ინტეგრაციას და სხვ. ქუკი ასევე ნათელს ჰფენს ელენორის რთული ქორწინების დეტალებს (ავტორი აღნიშანვს, რომ ელონორი და მისი მეუღლე გაცილებით უკეთ მუშაობდნენ გუნდურად, როცა ერთმანეთისაგან მოშორებით იყვნენ). ქუკის რამდენიმე ათწლეულიანი ბიოგრაფიული ნამუშევარი, ელეანორ რუზველტის ცხოვრების შესანიშნავი დაგვირგვინებაა. (წყარო: Viking)

3.„მთვარის ნათება“, ავტორი: მაიკლ ჩაბონი

p04d8555ჩაბონის მეთოთხმეტე ნოველა მოგონებების მდინარეს წააგავს და ინსპირაციას ავტორის მომაკვად პაპასთან 1989 წლის საუბარიდან იღებს. შვილიშვილი ჩადის ოკლენდში, რათა გამოემშვიდობოს კაცს, უამრავი საიდუმლოთი. მთხრობელი იხსენებს მოხუცის ბავშვობისდროინდელ ფათერაკებს სამხრეთ ფილადელფიაში, თუ როგორ მოხვდა იგი სტრატეგიული სერვისის სამსახურში, როგორც მისდია ვერნჰერ ვონ ბრაუნს, ცნობილს, როგორც „კაცი რაკეტა“ და 1947 წელს როგორ თავდავიწყებით შეუყვარდა ომისაგან გატანჯული ფრანგი ქალი, რომელიც მისი ცოლი გახდა. ფლორიდაში ყოფნის ბოლო წლებში, ჩელენჯერის აფეთქებამდე, საკუთარი ძალებითა და ინჟინერული განათლებით, პაპამ მთვარის ზედაპირის მოდელი ააგო. „მთვარის ნათება“ რომელიც მეოცე  საუკუნის პერიპეტიებს ერთი ადამიანის ცხოვრების მეშვეობით გადმოგვცემს, ჩაბონის ემოციურად ყველაზე ძლიერ ნოველას წარმოადგენს. (წყარო: Harper)

4.„შეპყრობილი ქალები“, ავტორები: არტურ და ბარბარა გელბები

p04d854zპირველ ორ წიგნში, გელბებმა შექმნეს ძალზედ დეტალური პორტრეტი ამერიკელი ნომბელიანტი დრამატურგის, „ტანჯული და ამოუცნობი“ იუჯინ ო’ნეილის, რომელის დრამატული ტრაგედიები აღწერს სასმელით, ნარკოტიკებით, სიღარიბითა და შეშლილობით გაუბედურებული ოჯახების ისტორიებს. სერიის მესამე წიგნს ბიძგი მისცა ო’ნეილის მესამე ცოლის, შარლოტა მონტერეის აქმადე გამოუქვეყნებელმა დღიურებმა. ნაწარმოები ახლებურად აფასებს ო’ნეილზე მისი დედისა და სამი მეუღლის გაველნას. მორფინზე დამოკიდებული საკუთარი დედის სიტყვებმა, რომ ერჩია, საერთოდ არ გაეჩინა იგი, ო’ნეილზე ძალიან იმოქმედა და მიიჩნია ღალატად, რომელსაც ვერასდროს აპატიებდა. მისდამი ზიზღნარევმა სიყვარულმა დაღი დაასვა ქორწინებას ქეთლინ ჯენკინსთან, მწერალ აგნეს ბოლტონთან და შარლოტასთან. გელბები მოგვითხრობენ, თუ როგორ შეძლო შარლოტამ, 65 წლის ო’ნეილის გარდაცვალების შემდგომ, 1953 წელს, „ყინულის კაცის მოსვლა“ და „გრძელი დღის მოგზაურობა ღამეში“ სცენაზე დადგმა და ამით მისი ლეგენდარული სახელის უკვდავყოფა. (წყარო: Marian Wood Books/Putnam)

5.„ყველას ვერ დაგვხოცავენ“, ავტორი: უესლი ლოვერი

p04d854rუესლი ლოვერი „ვოშინგტონ პოსტის“ იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც 2016 წელს პულიცერის პრემია მიიღო, პოლიციელების მხრიდან სროლების გაშუქებისათვის. 2014 წლის აგვისტოში იგი მაიკლ ბრაუნის მკვლელობასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გასაშუქებლად ფერგიუსონში, მისურის შტატში გაფრინდა. ორი დღის შემდგომ, ფერგიუსონის პოლიციამ შერეული რასის ლოვერი დააკავა. მან შეძლო ვიდეოზე აღებეჭდა პოლიციის უხეშობა, რასაც მედიის შტორმი მოჰყვა, მისი დაუყონებლივი გათავისუფლების მოთხოვნით. მას შემდგომ ლოვერი აქტიურად აშუქებს აფრო-ამერიკული რასის უფლებების მხარდამჭერ მოძრაობას, სახელით „Black Lives Matter”, რომლის ეგიდითაც მოეწყო აქციები თამირ რისის, ჯონ კროუფორდის, ვოლტერ სკოტის, ფრედი გრეის, სანდრა ბლანდის, ალტონ სტერლინგისა და ფილანდო კასტლის მკვლელობების საპროტესტოდ. იგი აქცენტს ამერიკელი ერის წინაშე მდგარ რასობრივ და სამართლიანობრივ გამოწვევებზე აკეთებს და გადმოსცემს ისეთი აქტივისტების გულისტკივლის, როგორიც ბრიტანი პაკნეტია, რომელმაც პრეზიდენტ ობამას მიმართა: „ჩვენი სიცოცხლე ფასეულია, შეაჩერეთ ჩვენი მკლვლელობები.“ (წყარო: Little, Brown)

6.„თევზები გადასახლებაში“, ავტორი: ვი ხი ნაო

p04d853mნაო ვიეტნამში დაიბადა. მისი აღნიშნული ნოველა პროზისა და პოეზიის ნაზავია, გულისამაჩუყებელი ამბავით წყვილზე, რომელიც ორ გარდაცვლილ შვილს გლოვობს. წიგნი წარმოადგენს შეულამაზებელ დიალოგს ქმარსა და ცოლს – ეთოსსა და კათოლიკს შორის და ურთერთსიშორეს ტრაგედიიდან ორი წლის თავზე. ეთოსი, რომელსაც აღარ შეუძლია იმუშავოს სკოლის დირექტორად, რადგან ბავშვების დანახვა ტკივილს ჰგვრის, თავს განდევნილად გრძნობს. „აი ასე, ყოველ დღე ჩემში რაღაც კვდება“, ფიქრობს იგი, როცა გრძნობს, რომ ცოლი მისგან მიდის. კათოლიკს კი, თავის მხრივ, ურთიერთობა მეზობელთან აქვს და სტერილიზაციას იკეთებს. არსებებს და ნივთებს, პლაჟზე გამომშრალ მედუზას, ნიორს, აკვარიუმის თევზებს, გვირილებს და საიზოლაციო ლენტასაც კი, ახალი მნიშვნელობები ენიჭება, მაშინ, როცა წყვილი ნელ-ნელა იკვალავს გზას ისევ ერთმანეთისკენ. (წყარო: Coffeehouse Press)

7.„მეწამული დაისი“, ავტორი: კლაუდია სალაზარ ხიმენესი

p04d853gპერუს მთებში ელექტოენერგიის მასიური გათიშვები, დაბომბვები და ხოცვა-ჟლეტა ფონად გასდევს ხიმენესის პირველ მომაჯადოვებელ ნოველას, რომელშიც მოქმედება კომუნისტური პარტიის – „ნათელი გზის“ ამბოხების შედეგად არეულ პერუში ხდება. ავტორი სამი ქალის სასტიკ ისტორიას მოგვითხრობს: მოდესტა საკვებით უზუნველყოფაზე ზრუნავს და აჭმევს პარტიზანებსაც კი, რომელებიც მის სოფელს ატერორებენ; ამხანაგი მართა „ნათელი გზის“ რევოლუციის სახეს წარმოადგენს; ხოლო მელანი, განათლებული ქალაქელია, რომელიც სოფლებში პარტიზანული მოვლენების გასაშუქებლად ჩადის. ნოველის ბოლოს ყველა მათგანი ისვრება, ირყვნება და „იატაკის კოჟრის დონეზე“ უფასურდება. თხრობა ფრაგმენტულია და იგრძნობა ანდური მითოლოგიის, მაოს იდეოლოგიის, კათოლიციზმისა და დიდი ტრავმის გავლენა, რომლის მეშვეობითაც „მეწამულ დაისს“ გადავყავართ „შიშიანობის დროში“, პერიოდში, რომელის დავიწყებასაც ბევრი ცდლიობს. „მოგონებები ხმალია, რომელიც ჩემს გულს აღვივებს“, – ამბობს ავტორი. (წყარო: Deep Vellum)

8.„ბოლო ცვლა“, ავტორი: ფილიპ ლევინი  Philip Levine, The Last Shift

p04d852vყველაზე დამსახურებული ამერიკელი პოეტი, ლევინი 2015 წელს გარდაიცვალა. იგი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების პოეტთა დაჯილდოებების ლაურეატი, მიღებული ჰქონდა პულიცერის პრემია, ეროვნული წიგნის დაჯილდოების პრიზი და წიგნის კრიტიკოსთა ეროვნული წრის არაერთი ჯილდო.

ედვარდ ჰირიშის წინასიტყვაობაში დეტროიტელი ლევინი მოხსენიებულია, როგორც „ღამის ცვლის პოეტი“ და „ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიული გულის ბოლო ლეგენდა“. გულუხვი სულის მქონე ლევინი წერდა სამუშაო კლასზე, რომელიც დიდწილად გაქრა. მისი პოემები აჩრდილებია იმ ათწლეულების ყოფისა, რაც ერთ დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. „ადგილები, სადაც ჩემი ცხოვრების დღეები გავატარე, ჩემზე ზეგავლენას კარგავდნენ“, წერს ლევინი ლექსში, რომელიც მის ყველაზე ენაწყლიან და გულისტკივილით გაჟღენთილ ბოლო კრებულს დაედო სათაურად. (წყარო: Knopf)

9.„მწერლის მოგზაურობა“, ავტორი: ელენა ფერანტე ფრანტუმაგლია

p04d852kსაერთაშორისო ოთხწიგნიანი ბესტსელერის „ნეაპოლიტანურის“ ავტორი თავისი გადაწყვეტილების ერთგულად რჩება და ინარჩუნებს ანონიმურობას 1991 წლიდან, მისი პირველი წიგნის დაბეჭდვიდან მოყოლებული. გამომცემლების კითხვაზე, თუ როგორ აპირებდა მისი პირველი ნოველის, „შემაშფოთებელი სიყვარულის,“ პრომოციას, მან უპასუხა: „არაფერსაც არ ვაპირებ, რადგან ამისათვის ჩემი უშუალო ჩართულობა იქნება საჭირო. მე უკვე საკმარისი რამ გავაკეთე ამ გრძელი ისტორიისათვის – მე ის დავწერე.“ უგულებელყოფა წერილების, ინტერვიუების, მკითხველთა შეკითხვების, გულგრილობა კრიტიკოსებისა და ფილმის შემქმნელებისადმი და გამოუქვეყნებელი მხატვრული ნაწარმოებები ნათლად გამოხატავს ავტორის განზრახვას, იმუშაოს განმარტოვებულად და ანონიმურად. ენ გოლდშტაინის თარგმანით გამოცემული ეს წიგნი, ავტორთან მისვლის ყველაზე ახლო საშუალება იყო. იგი წარმოადგენს ავტორის დაპირისპირებას საკუთარ იდენტურ კრიზისთან. ფერანტეს მოყვარულებს ფანტუმაგლიაც მოხიბლავთ. (წყარო: Europa Editions)

10.„იუდა“, ავტორი: ამოს ოზი

p04d852bცნობილი ებრაელი რომანისტის ბოლო ნოველაში ვკითხულობთ: 1959 წელს,  მას შემდეგ, რაც მამამისი ფინანსურად კოტრდება, შმუელ აში თავს ანებებს ბიბლიურ სასწავლებელს და სამაგსიტრო თეზისს თემაზე: „ებრაული ხედვები იესოზე“. იგი მუშაობას იწყებს ხერხემალდაზიანებული გერშომ ვალდის მომვლელად, რომელიც დასავლეთ იერუსალიმის განაპირას ცხოვრობს.

შმუელ აში უბრუნდება თავისი კვლევის თემას იესოზე. თუმცა, იმ მასალებში, რასაც სწავლობს, რატომღაც არაფერია ნახსენები იუდაზე. „არადა, რომ არა იუდა, სავარაუდოდ არც ჯვარცმა მოხდებოდა… და ქრისტიანობაც არ იქნებოდა.“ ავტორი, ამოს ოზი, სათქმელს ვირტუოზულად გადმოსცემს. „ეს არის ამბავი შეცდომებსა და სურვილებზე, უპასუხო სიყვარულზე და რელიგიურ კითხვებზე, რომლებიც დღესაც ამუხსნელია.“

ზაფხულში საკითხავი – 2015 წლის 15 საუკეთესო წიგნი

წყარო: BBC

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური