10 წიგნი, რომლის აკრძალვაც წელს ამერიკაში მოითხოვეს
სტატიაში გთავაზობთ იმ წიგნების სიას, რომელთა აკრძალვაც, 2016 წელს, ამერიკის სკოლებში, საზოგადოების ნაწილმა მოითხოვა. სიას ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაცია (ALA) აქვეყნებს.
წიგნების აკრძალვის მიზეზად, ყველაზე ხშირად „ჰომოსექსუალური“ და „ასაკისათვის შეუსაბამო“ შინაარსი დასახელადა. თუმცა, სიის მეორე ნომრად წარმოდგენილი წიგნის შემთხვევაში, უკმაყოფილება მისმა „უხარისხოდ დაწერილმა შინაარსმა“ გამოიწვია.
ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაციის ინტელექტუალური თავისუფლების სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს სიას, სათაურით: „წიგნები, ყველაზე დიდი გამოწვევებით“. აღნიშნული ნუსხა წარმოადგენს აკრძალული წიგნებისა და ინდივიდუალური პირების მიერ წიგნების წინააღმდეგ შემოსული საჩივრების ერთობლიობას. სიაში არის დოკუმენტირებული მოთხოვნები, მასში მოყვანილი წიგნების საბიბლიოთეკო თაროებიდან ამოღების თაობაზე.
ALA-ზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ამ წიგნებს და მიზეზებს, თუ რატომ მოითხოვეს მათი აკრძალვა:
- „ალასკას ძიებაში“, ავტორი: ჯონ გრინი
ანოტაცია: „მაილს ჰოლტერი გატაცებულია ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვებით და ძალიან მოწყენილია ცხოვრებით იმ სახლში, სადაც უსაფრთხოდაა. იგი სასწავლებლად სკოლა-ინტერნატში მიდის, იქ მომაკვდავი პოეტის – ფრანსუა რაბლეს სიტყვებით შთაგონებული, ცდილობს, იპოვნოს „დიადი შესაძლოა“. მაილსს „კალვერ კრიკში“ ბევრი საინტერესო რამ ელის, მათ შორის კი ალასკა იანგთან შეხვედრა. ჭკვიანი, მხიარული, ცოტა არეული და ძალიან მომხიბვლელი ალასკა, მაილსს მის ლაბირინთში ითრევს და თავით გადაუშვებს „დიად შესაძლოში“.
„ალასკას ძიებაში“ ჯონ გრინის პირველი წიგნია, ავტორის, რომელსაც წარმატება რომანმა „ბედის ვარკსვლავების ბრალია“- მოუტანა. ეს უკანასკნელი, ALA-ს მონაცემებით, ახალგაზრდა მკითხველთა საყვარელ 10 საუკეთესო წიგნს შორის იკავებს ადგილს.
„ალასკას ძებაში“ სიის სათავეში მისი „უხამსი ლექსიკით“, „სექსუალური მინიშნებებისა“ და „ასაკისათვის შეუსაბამო“ შინაარსის კრიტიკის გამო მოხვდა.
- „გრეის 50 ელფერი“, ავტორი: ე.ლ. ჯეიმსი
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ბესტელერია, ალბათ არაა სურპრიზი წიგნის ამ სიაში ხილვა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი ხელმისწვდომია და მასში გადმოცემული შინაარსი სრულიად ცხადია, წიგნის აკრძალვის მოთხოვნა გადაჭარბებულია. ხალხი, ვისაც უყვარს აკრძალვები, ყოველთვის მოითხოვნენ ამას, მაშინაც კი, თუ ცენზურა უშედეგო იქნება.
საჩივარში ხშირად გვხვდება შემდეგი ტექსტები: „სექსუალური კონტენტი“, „ასაკისათვის შეუსაბამობა“, „შეშფოთება, რომ შესაძლოა თინეიჯერებმა გაიმეორონ წიგნში მოთხრობილი“.
თუმცა, გარდა უსაფთხოებასთან დაკავშირებული თემებისა, ერთმა მოითხოვა, რომ წიგნი აკრძალულიყო, რადგან ის „ცუდად იყო დაწერილი“. კრიტიკის უფლება ყველას აქვს.
- „მე ვარ ჯაზი“, ავტორები: ჯესიკა ჰერტელი და ჯაზ ჯენინგსი
2015 წელს გამოსული წიგნი, სიაში ძირითადად მისი ტრანსგენდერული შინაარსის გამო მოხვდა. წიგნი დაფუძნებულია ჯაზ ჯენინგსის რეალურ ცხოვრებისეულ ისტორიაზე:
„გოგოს ტვინით, ბიჭის სხეულში“. აკრძალვის ოფიციალურ მიზეზებად დასახელდა: „შინაარსობრივი უზუსტობა“, „ჰომოსექსუალიზმი“, „სექსუალური განათლება“, „რელიგიური თვალსაზრისი“ და „ასაკობრივი შეუსაბამობა“.
ყველაზე უცნაური არგუმენტი მაინც „შინაარსობრივი უზუსტობის“ მოთხოვნაა, მაშინ, როცა წიგნი ისეთ სუბიექტურ თემას ეხება, როგორიც კონკრეტული ადამიანის იდენტობაა.
- „მაგენტას მიღმა: ტრანსგენდერი თინეიჯერის გულახდილი საუბარი“, ავტორი: სიუზენ კაკლინი
სიის მეოთხე პოზიციაზე განთავსებული წიგნის საწინააღდეგო არგუმენტიც ტრანსგენდერული თემატიკაა. კაკლინის აღნიშნული წიგნი არ წარმოადგენს მხატვრულ ლიტერატურას და მასში წარმოდგენილია ინტერვიუები და ფოტოსესიები ექვს ტრანსგენდერ ან გენდერულად ნეიტრალურ ახალგაზრდასთან.
აკრძალვის მოთხოვნის მიზეზები: „ოჯახის საწინააღმდეგო“, „შეუსაბამო ლექსიკა“, „ჰომოსექსუალიზმი“, „სექსუალური განათლება“, „პოლიტიკური თვალსაზრისი“, „რელიგიური თვალსაზრისი“, „ასაკობრივი შეუსაბამობა“.
ერთ-ერთი მიზეზი ბიბლიოთეკას ეკუთვნოდა, რომელსაც წიგნის ბაზიდან ამოღება სურდა მომხმარებლებისაგან წამოსული საჩივრების სიჭარბის გამო.
- „უცანური შემთხვევა, რომელიც ძაღლს ღამით შეემთხვა“, ავტორი: მარკ ჰადონი
წიგნი, რომელზეც დაფუძნებული სპექტაკლი ჯილდოების ნომინანტი გახდა, ბავშვების აუტიზმს ეხება და იგი აკრძალვის მოთხოვნის მხრივ, სიაში მე-5 პოზიციას იკავებს. მიზეზები შემდეგია: „შეუსაბამო ლექსიკა“, „რელიგიური თვალსაზრისი“, ასევე „ასაკისათვის შეუსაბამობა“. იყო საჩივრები, რომლებიც წიგნს „ათეიზმსა და უხამსობაში“ ადანაშაულებდა.
ბიბლიაში არის მონაკვეთები, რომელიც ძალადობას მოიცავს, თუმცა ბიბლიოთეკებიდან წიგნის ამოღების საფუძველი, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორება უნდა იყოს.
აღნიშნული ჩასწორება, გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს და ოფიცლაურად მიჯნავს ეკლესიას აშშ-ს სახელმწიოფო კონსტიტუციისაგან.
აღნიშნული ასევე გულისხმობს, რომ საჯარო ფინანსები (მაგალითად, თანხები, რაც ხმარდება საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს) არ უნდა იყოს გამოყენებული რომელიმე ერთი რელიგიის სასარგებლოდ. საჩივრის მიზეზად „რელიგიური თვალსაზრისი“ დასახელდა.
- „მხიარული სახლი“, ავტორი: ელისონ ბეჩდელი
გრაფიკული მემუარი ბეჩდელის ახალგაზრდობასა და მის ფარულად ჰომესექსუალ მამაზე მოგვითხრობს.
წიგნის გრაფიკულობიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი პროტესტი მასში მოყვანილმა ვიზუალურმა მხარემ გამოიწვია, თუმცა მიზეზებად ძალადობაც დასახელდა.
Amazon-ზე ბეჩდელის წიგნის მოკლე აღწერა ასე გამოიყურება: „გაიცანით ელისონის მამა, ისტორიის ექსპერტი და ოჯახის ვიქტორიანული სახლის თავდადებული შემკეთებელი, დამკრძალავი ბიუროს მესამე თაობის დირექტორი, საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ცივი და ემოციურად მიუწვდომელი მშობელი და ფარული ჰომოსექსუალი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა ურთიერთობა ჰქონდა, როგორც მის მამრობითი სქესის სტუდენტებთან, ასევე ოჯახის ძიძასთან.“
წიგნის აკრძალევის არაერთ მცდელობას ჰქონია ადგილი, მისი გამოქვეყნების დღიდან, 2006 წლის შემდგომ. მისურის შტატის ქალაქ მარშალის ბიბლიოთეკამ წიგნი დროებით აიღო თაროდან, „წიგნების შერჩევის პოლიტიკის“ საფუძველით, თუმცა ისევ დააბრუნა, შემდგომ აკრძალვამდე, რომელიც 2007 წელს მოხდა.
- „ჰაბიბი“, ავტორი: ქრეიგ ტომპსონი
ისევ გრაფიკული ნოველა და ავტორი, რომლის შემდგომი წიგნიც მარშალის საჯარო ბიბლიოთეკამ დროებით ამოიღო ბაზიდან, „მხიარულ სახლთან“ ერთად. „ჰაბიბი“ მოგვითხრობს ახლო აღმოსავლურ ზღაპარს, რომლის მთავარი პერსონაჟი „დოდოლა“ გაექცევა მონად გაყიდვას და გადაარჩენს მიტოვებულ ბავშვს – „ზანს“.
ნაწარმოების მთავარ დრამატულ ხაზს ამ ორი პერსონაჟის მოგზაურობა წარმოადგენს, რომლის დროსაც მათი ურთიერთობა სუროგატი ოჯახიდან რომანტიკულ ურთიერთობაში იზრდება.
აკრძალვის მოთხოვნის მიზეზებად დასახელდა: „სიშიშვლე“, „სექსუალური კონტენტი“ და „ასაკობრივი შეუსაბამობა“.
- „ნასრინის საიდუმლო სკოლა: ნამდვილი ამბავი ავღანეთიდან“, ავტორი: ჯანეტ ვინტერი
წიგნი მოგვითხრობს ავღანელ ბებიაზე, რომელიც დაობლებული შვილიშვილისათვის უკეთესი ცხოვრების შექმნის მიზნით, მას გოგონათა საიდუმლო სკოლაში შეიყვანს. უცნაურია, მაგრამ ამ წიგნთანაც აქვს ხალხს პრობლემები. მიზეზებად კი „რელიგიური თვალსაზრისი“, „ასაკობრივი შეუსაბამობა“ და „ძალადობა“ დასახელდა.
- „ორი ბიჭი კოცნისას“, ავტორი: დევიდ ლევიათანი
მხოლოდ სათაური ეყოფოდა ჰომოფოების უმეტესობის გაღიზიანებას, თუმცა დევიდ ლევიათანის წიგნმა – „ორი ბიჭი კოცნისას“, ცეცხლზე ნავთი დაასხა, რადგან „ჰომოსექსუალიზმის“ თემა წარმოდგენილია რამდენიმე ახალგაზრდა გეი წყვილის ისტორიებით, რომელსაც შიდსით დაავადებული ასევე გეი მამაკაცი მოგვითხრობს. წიგნის ძირითადი ნაწილი აღწერს ყველაზე ხანგრძლივი კოცნის რეკორდის დამყარების მცდელობას.
ლევიათანი ავტორია წიგნის „ბიჭი ხვდება გოგოს“ და თანაავტორი, ასევე აკრძალულ ავტორთა სიაში მოხვედრილი ჯონ გრინის წიგნ „უილ გრეი, უილ გრეისონის“. „ორი ბიჭი კოცნისას“ აკრძალივის მოთხოვნის მიზეზებად „ჰომოსექსუალიზმი“ და „სექსუალური ქცევის საჯარო გამოხატვის პროპაგანდა“ დასახელდა.
10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ
10 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც შეგიცვლით აზროვნებას
5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს
სტივ ჯობსის საყვარელი 8 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც ის ყველას ურჩევდა
მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ
წყარო: indy100.com
