სტივ ჯობსის საყვარელი 8 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც ის ყველას ურჩევდა
რატომ ფიქრობდა Apple-ი განსხვავებულად? (Apple — Think Different!)
იმიტომ რომ, როგორც ჯობსმა განაცხადა Ipad-ის წარდგენისას, Mac-ის შემქმნელი არასდროს ყოფილა მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანია.
„მიზეზი, რომლითაც Apple-ს შეუძლია შექმნას Ipad-ის მსგავსი პროდუქტი არის ის, რომ ხდებოდა ტექნოლოგიისა და ლიბერალური ხელოვნების თანაკვეთა“. ამბობს სტივ ჯობსი.
ტექნოლოგიისა და ლიბერალური ხელოვნების გაერთიანებით Apple-მა შეძლო შეექმნა საოცრად შთამბეჭდავი პროდუქტი ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რომელიც ყველა ტიპის მომხმარებელს მოერგო — ინტუიციური, ადვილად გამოსაყენებელი, გასართობი.
ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია სტივ ჯობსის ამ პერსპექტიულ პროდუქტზე, იმ წიგნებმა, რომელიც მან თავისი სიცოცხლის მანძილზე წაიკითხა. ჯობსი ლიტერატურით სკოლის დამთავრებამდე ორი წლით ადრე დაინტერესდა განსაკუთრებულად.
„მეცნიერული და ტექნოლოგიური ჟანრების კითხვის გარდა მე გადავწყვიტე, რომ სხვა თემებზეც უნდა წამეკითხა — შექსპირი, პლატო. მე მიყვარდა მეფე ლირი“…
ქვევით მოცემულია იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლებმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს სტივ ჯობსზე და ყველას ურჩევდა მათ წაკითხვას:
1. „მეფე ლირი“ – უილიამ შექსპირი
„მეფე ლირი“ გთავაზობთ აშკარა გამოსახულებას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ საკუთარ იმპერიაზე კონტროლს დაკარგავთ.
2. „მობი დიკი“ – ჰერმან მელვილი
ამ წიგნის პერსონაჟი, კაპიტანი აჰაბი, სტივ ჯობსის მსგავსად სწავლობდა პირდაპირი გამოცდილებებით და არ ცდილობდა ეხელმძღვანელა დადგენილი წესებით.
3. „დილან ტომასის პოემები“ დილან ტომასი
ჩამოუყალიბა სტივ ჯობს ახალი ხედვა. თუ ზოგიერთმა მეგალომანიაკმა ვერ შესძლო ჯობსზე ზეგავლენის მოხდენა, ეს გამოუვიდა უელსელ პოეტს, დილან ტომასს.
Do not go gentle into that good night,
Old age should burn and rave at close of day;
Rage, rage against the dying of the light.
Though wise men at their end know dark is right,
Because their words had forked no lightning they
Do not go gentle into that good night.
ეს ნაწილი ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჯობსისთვის.
4. „აქ იყავი ახლა“ – რამ დასი
ეს არის წიგნი მედიტაციის შესახებ, რომელმაც ჯობსის თქმით, იგი და მისი მეგობრები შეცვალა.
5. „დიეტა პატარა პლანეტისთვის“ – ფრანსის მურ ლაპი
ამ წიგნმა სტივ ჯობს უარი ათქმევინა ხორცზე. წიგნში ეხება პროტეინებით გამდიდრებულ ვეგეტარიანიზმს.
6. „იოგის ავტობიოგრაფია“ – პარამაჰანსა იოგანდა (ინდოელი იოგის გურუ)
ჯობსი ამ წიგნს ყოველ წელს კითხულობდა.
7. „ზენის გონება, დამწყებთა გონება“ – შუნრუი სუზუკი
ჯობსი ერთხელ დაესწრო ამ იაპონელი ბერის სესიებს და წიგნის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა წასულიყო იაპონიაში, ეიჰეი-ჯის მონასტერში, თუმცა მისმა მრჩეველმა გადააფიქრებინა ეს ქმედება.
8. „ინოვატორის დილემა“ – კლეიტონ მ. კრისტენსენი
წიგნში აღწერილია თუ როგორ ნადგურდებიან კომპანიები საკუთარი წარმატებით ტკბობის შედეგად. ისინი იმდენად დიდხანს ფოკუსირდებიან წარმატებულ პროდუქტზე რომელიც უკვე არა მარტო ტექნოლოგიებმა, არამედ მომხმარებლებმაც უკან ჩამოიტოვეს, რომ მათი ბოლო მწარე მარცხია.
ჯობსმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ Apple-ის შემთხვევაში მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო, შესაბამისად ინოვატორობა მისთვისაც და კომპანიისთვისაც მამოძრავებელ ძალად იქცა.
წყარო: kaizenist.com; business insider