GE

12 მოულოდნელი რამ, რაც ტვინს ვნებს და ამაზე არც კი გვიფიქრია

ისევე როგორც სხეულის სხვა ორგანოები, ჩვენი ტვინიც სხვადასხვა ფაქტორებისგან წუხს. ჩვენ მოგიყვებით ყოველდღიურ ჩვევებზე, რომელთაც ჩვენი ტვინებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლიათ. ხოლო მათთვის, ვინც სტატიას ბოლომდე წაიკითხავს, ერთი ჭკვიანი ადამიანის მოულოდნელი გამონათქვამები ელის.

კომუნიკაციის ნაკლებობა

მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში, თუნდაც 10 წუთიანი კომუნიკაცია ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს ამაღლებს. ამისათვის სულაც არ არის საჭირო გარეთ გასვლა და პირველ შემხვედრთან საუბარი. სატელეფონო კომუნიკაცია მეგობართან ან ნათესავთან ტვინის მუშაობას ასტიმულირებს.

შაქრის გადაჭარბებული რაოდენობა

კვლევის თანახმად, შაქრის გადაჭარბებული რაოდენობა ტვინის ნეიროტროფულ, ანუ BDNF ფაქტორზე მოქმედებს, რომელიც ნეირონების გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი, რაც თავის მხრივ ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირებისა და სწავლისთვის არის აუცილებელი.

ტვინის ვარჯიშის დეფიციტი

სურათზე ჯანმრთელი და ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანების ტვინებია ნაჩვენები

მეცნიერების თქმით, ტვინის „ქმედითუნარიანობის“ პიკი 16-25 წლის ასაკში მიიღწევა, რის შემდეგაც ნელ-ნელა იკლებს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის რეგულარული ვარჯიში ეხმარება მისი ქმედითუნარიანობის გაუმჯობესებაში.

საუზმის არქონა

ჩატარებული კვლევების თანახმად, ბავშვები, რომლებიც რეგულარულად საუზმობენ, სკოლაში უკეთესი შედეგები აქვთ, განსაკუთრებით ზუსტ მეცნიერებებში. საუზმის არქონა სისხლში გლუკოზის დონის დაწევას იწვევს, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ტვინის მოქმედებაზე.

სწრაფი კვება

რაციონში სწრაფი კვების არსებობა და გადაჭარბებული რაოდენობის საკვების მიღება, ტვინის უჯრედებს შორის არსებულ კონტაქტზე უარყოფითად აისახება. ყველაფერი ეს სწავლაზე, მოკლევადიან და გრძელვადიან მეხსიერებაზე მოქმედებს. გარდა ამისა, სწრაფი კვების მოხმარება შეიძლება დეპრესიის პირველი მიზეზიც კი გახდეს.

ნაყინი

ნებისმიერმა ცივმა საკვებმა, მათ შორის ნაყინმაც, მოულოდნელი თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს. მიიჩნევა, რომ ცივი საკვები სისხლძარღვებს ავიწროებს, ამ დროს სხეული ცდილობს გადაგრილებისგან თავის დაცვას, ამიტომ ტვინს თბილ სისხლს უგზავნის. მეცნიერები თვლიან, რომ ზუსტად ეს ცვალებადობა იწვევს თავის ტკივილს.

მობილური ტელეფონი

ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ ტვინის კიბოსა და მობილურის გამოყენებას შორის არსებული კავშირი გამოავლინა. თუმცა არ ღირს თქვენი სმარტფონების გადაყრა. მედიკოსები სასაუბრო გარნიტურის გამოყენებას გვირჩევენ. გარდა ამისა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძილის დროს მობილურის ბალიშთან ახლოს დადება.

ძილის დროს საბანი თავზე არ დაიხუროთ

როდესაც ჩვენ ძილის დროს საბანს თავზე ვიხურავთ, ორგანიზმში შემავალი ჟანგბადის რაოდენობას ვამცირებთ. ასეთ დროს, უკვე „გადამუშავებული“, ნახშირორჟანგით გაჯერებული ჰაერით სუნთქვა გვიწევს. ამგვარად, ჩვენ ტვინს ჟანგბადის ნაკლებობის განცდას ვაიძულებთ.

წყლის დეფიციტი

ცნობილია, რომ ადამიანის ტვინი 70-80% წყლისგან შედგება. გარდა ამისა, წყალი ასევე პასუხისმგებელია ფუნქციონირებისათვის საჭირო ნივთიერებების მიწოდებაზე.

ალკოჰოლი

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, სხვა ყველაფრის გარდა, ალკოჰოლი ტვინის უჯრედებს შორის არსებულ კავშირს ამსხვრევს. თუმცა არის კარგი სიახლეც: იმ ადამიანის ტვინი, რომელიც ალკოჰოლის მიღებას წყვეტს, დროთა განმავლობაში ნორმალურ მდგომარეობაში ბრუნდება.

მოწევა

ცნობილია, რომ მოწევა არა მხოლოდ ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს, არამედ ტვინის ქერქის სისქესაც ამცირებს. ასეთ დაზიანებას კი გონებრივ შესაძლებლობებზე მოქმედებაც შეუძლია, ვინაიდან ზუსტად ეს ნაწილია აზროვნებაზე პასუხისმგებელი.

ფიზიკური აქტივობის დანაკლისი

ტვინს, ისევე როგორც კუნთებს რეგულარული ვარჯიში სჭირდება. ერთ-ერთი კვლევის დროს დადგინდა, რომ ფიზიკური ვარჯიში BDNF-ის სინთეზზე, შესაბამისად გრძელვადიან მეხსიერებაზე დადებითად აისახება.

მკაცრი დიეტა

აღმოჩნდა, რომ მკაცრი დიეტის დროს არა მხოლოდ ადამიანის სხეული ხდება. კვლევებმა აჩვენა, რომ საკვების მკაცრი შეზღუდვა ტვინს აიძულებს პრაქტიკულად შთანთქოს საკუთარი თავი.

გამოიცანით ვინ თქვა ეს?

„ახალგაზრდობაში მე აღმოვაჩინე, რომ ფეხის დიდი თითი ადრე თუ გვიან წინდაში ხვრელს წარმოქმნის. ამიტომ მე შევწყვიტე წინდის ჩაცმა.“

მინიშნება: ამ ადამიანი ტვინი მხოლოდ 1 230 გრამს იწონიდა, რაც დაახლოებით 10%-ით ნაკლებია საშუალოსტატისტიკური ადამიანის ტვინზე, რომლის წონაც დაახლოებით 1 400 გრამს შეადგენს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური