GE

128-ე საჯარო ბაღში სამართალდამცველები შევიდნენ – მშობელი მის შვილზე ძალადობაში მასწავლებელს ადანაშაულებს

სცემდა, თუ არა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 3 წლის ბავშვს – 128 საჯარო ბაღში სამართალდამცველები შევიდნენ. აღმზრდელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. დროებით ჩამოაშორეს საქმიანობას მისი თანაშემწე, რომელიც სავარაუდო შემთხვევის დროს ოთახში ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.

ამასთან, ამოღებულია კადრები, რომელშიც, მშობლის მტკიცებით, ჩანს ძალადობის კონკრეტული ფაქტი. დედა ამბობს, რომ მის შვილს სახეზე დალურჯებები ჰქონდა.

ამ ეტაპისთვის მცირეწლოვანი ექსპერტიზაზე იმყოფება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

წყარო: რუსთავი2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური