GE

15 გენიოსი, რომლებიც სკოლაში ცუდად სწავლობდნენ

„ისევ ცუდი ნიშანი“  ამ ფრაზის წარმოთქმისას ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, თუ რატომ უჭირთ ჩვენ მრავალმხრივ განვითარებულ შვილებს განათლების სისტემასა და ზუსტ მეცნიერებებთან საერთო ენის გამონახვა.

თანამედროვე მშობლები შვილებზე, რომლების სკოლაში ცუდად სწავლობენ, ხელს არ იქნევენ, არამედ მათში რომელიმე ნიჭის აღმოჩენას ყველანაირად ცდილობენ. თუმცა ისტორიას არა ერთი ,,ოროსანი“ ახსოვს, რომელმაც ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიაღწია. აი 15 გენიოსი, რომლებიც სკოლაში ცუდად სწავლობდნენ…

უინსტონ ჩერჩილი

მოგვიანებით ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ორჯერ გახდა. მრავალი წლის შემდეგ ის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უძლიერეს პოლიტიკოსად შერაცხეს, რომელმაც ფაშიზმის დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა. ბავშვობაში ყველაფერი სხვაგვარად იყო: ის გავლენიანი ოჯახსი შვილი იყო და საერთოდ ვერ ხვდებოდა თუ რისთვის ჭირდება მას განათლება. 9 წლის ასაკში ის კერძო სკოლაში მიაბარეს, სადაც სისტემატურად იწკეპლებოდა სწავლის პრობლემის გამო, ამგვარი იყო ინგლისის მაშინდელი სასწავლო სისტემა. უინსტონი უარს აცხადებდა სწავლისადმი სტანდარტული ინტერესის გამოჩენაზე, თუმცა ის სულელი ნამდვილად არ იყო.  მასწავლებმებმა მას „ასაკისთვის შეუფერებელი“ ლიტერატური კითხვისას არაერთხელ შეუსწრეს. 11 წლის ასაკში ის გამოცდის ჩაბარებისას ჩაიჭრა და მშობლებმა სახლში წამოიყვანეს. თუმცა 13 წლის ასაკში ბიჭუნა ისევ კერძო სკოლაში გაუშვეს. არსებობს სახალისო ფაქტი ცნობილი პოლიტიკოსის ბიოგრაფიიდან: მას იმდენად სულელად მიიჩნევდნენ, რომ ლათინური და ბერძნული ენის პრესტიჟული გაკვეთილებიდან გააძევეს და მათ ნაცვლად მშობლიურ ინგლისურ ენაში დამატებთი გაკვეთილები დაუნიშნეს. ეტყობა ამ ხერხმა გაამართლა, მან ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო.

ოტტო ფონ ბისმარკი

კიდევ ერთი პოლიტიკოსი, გერმანიის კანცლერი ბისმარკი, არა მხოლოდ ცუდად სწავლობდა, არამედ ცუდად მუშაობდა კიდეც. კარიერის დასაწყისში ის სამსახურის შოვნა მხოლოდ ნაცნობების დახმარებით ახერხებდა, თუმცა ის დაკავებულ თანამდებობას მალავე ტოვებდა, ვინაიდან რუტინული სამუშაოს შესრულება არ შეეძლო.

ნაპოლეონ ბონაპარტი

საფრანგეთის იმპერატორი და ჯარის მეთაური მათემატიკის გარდა ყველა საგანს ცუდად სწავლობდა. ის სულელი სულაც არ იყო. მიზეზი სხვა რამეში იყო: ფრანგულ სკოლაში კორსიკას კუნძულის მკვიდრი არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი. თავიდან მან საერთოდ არ იცოდა ფრანგული, მოგვიანებით მისი ათვისბა შეძლო, თუმცა აქცენტი მაინც ვერ მოიშორა. ნაპოლეონი არც მართლწერის ნიჭით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, მას უშნო კალიგრაფია ჰქონდა.

რიჩარდ ბრენსონი

რიჩარდ ბრენსონი ბიზნეს გენიოსად ჯერ კიდევ სიცოცხლეში შერაცხეს. ის კორპორაცია Virgin Group-ისა და კერძო კოსმოსური ტურიზის დამფუძნებელია. მან ასევე დიდი ბრიტანეთის საპატიო რაინდის ტიტულიც დაიმსახურა. მისი მასწავლებლები ამას ვერც კი წარმოიდგენდნენ, ვინაიდან რიჩარდი გაკვეთილებზე ყმუოდა, მას საუბრისას ენა ებმოდა, ხოლო პასუხის გაცემის დროს ყოველთვის წითლდებოდა. კლასელები მას სულელად მიიჩნევდნენ და ამას არც მალავდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრენსონი დისლექსიით (ნევროლოგიით განპირობებული კითხვის უუნარობა) იტანჯებოდა. სამწუხაროა, რომ მაშინ ამ პრობლემის შესახებ არც ექიმებმა და არც პედაგოგებმა არაფერი იცოდნენ. სხვათა შორის, მოგვიანებით მან შეძლო ამ ნერვული აშლილობის დაძლევა.

ბილ გეიტსი

კიდევ ერთმა ბიზნეს-გურუმ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ჩათვალა, რომ პროგრამის დიდი ნაწილი არა მხოლოდ უინტერესო, არამედ უსარგებლოცაა. მსგავსი დასკვნა გეიტსის ნიშნებზე უარყოფითად აისახა. მშობლები შვილის იმედს მაინც არ კარგადვდნენ და წახალისების არატრადიციულ მეთოდსაც კი მიმართეს. ბილს ყოველის მაღალი ნიშნის ანაზღაურებას შეპირდნენ, თუმცა არც ამან გაჭრა. ზარმაცი, მაგრამ ნიჭიერი მოზარდი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა 2 წლის შემდეგ ცუდი ნიშნებისა და გაცდენების გამო ის სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს. ამ პრობლემებს ბილ გეიტსისთვის წარმატებული კომპანიის დაარსებასა და განვითარებაში ხელი არ შეუშლიათ. გარდა ამისა, თანამედროვეობის უმდიდრესი ადამიანი გახდა.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ერთ-ერთი ყველაზე სახლგანთქმული კომპოზიტორიც ოროსანი იყო. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს განვითარებადი სიყრუის ბრალი იყო. თუ ეს მართლაც ასე იყო, ბავშვს უბრალოდ ცუდად ესმოდა მასწავლებლის და ის გადმოცემული მასალას ვერ ითვისებდა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორი ბევრ ორთოგრაფიულ შეცდომას უშვებდა, გარდა ამისა, მან ვერც გამრავლება და გაყოფა აითვისა. ამ ყველაფრის მიუხედავად ბეთჰოვენმა მეხუთე და დანარჩენი გენიალური სიმფონიის შექმნა შეძლო.

ალექსანდრე პუშკინი

თითქმის ყველა მოსწავლემ იცის, რომ ყველაზე ცნობილი რუსი პოეტი ოროსანი იყო. ის პრესტიჟულ ლიცეუმში ძალიან ცუდად სწავლობდა. ყველაზე რთული მისთვის არითმეტიკა აღმოჩნდა. ლიცეუმის დამთავრებისას თავისი ნიშნებით ბოლოდან მეორე აღმოჩნდა. საბედნიეროდ ლექსების წყობა მას რიცხვების შეკრებასთან შედარებით ბევრად უკეთესად გამოდიოდა.

ონორე დე ბალზაკი

მომავალი მწერლის დედას შვილი იმდენად არ უყვარდა, რომ დაბადებისთანავე ძიძას მიაბარა, ვისთანაც მან ბედნიერი ბავშვობა გაატარა. თუმცა მალე ბედმა უმტყუნა: მამამისმა ის კოლეჯ-ინტერნატში გაგზავნა, რომელსაც სასულიერო პირები ხელმძვანელობდნენ. სასწავლო დაწესებულება წარმოადგენდა რაღაც საშუალოს ციხესა და მონასტერს შორის, მშობლებს აღსაზრდელები სახლში არდადეგებზეც კი არ მიჰყავდათ. ონორე მშობლებზე იმდენად ნაწყენი და მარტოსული იყო, რომ სწავლა უბრალოდ არ უნდოდა. არაა გასაკვირი, რომ მალე მან ზედმეტსახელები „ზარმაცი“ და „სულელი“ დაიმსახურა. თუმცა ის სულელი სულაც არ იყო, უბრალოდ მას ზუსტი მეცნიერებები არ აინტერესებდა, კითხვაზე კი გიჟდებოდა. ცუდი ქცევის გამო კარცერში გაგზავნილი მოსწავლე დროს კითხვაში ატარებდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მამას მისი სახლში წამოყვანა მოუწია. ონორემ კიდევ ორ სასწავლო დაწესებულებაში სცადა განათლების მიღება, თუმცა ამაოდ. ბოლოს მამამ შვილზე ხელი ჩაიქნია, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა არა მხოლოდ ონორესთვის, არამედ მსოფლიო ლიტერატურისთვისაც.

ვლადიმერ მაიაკოვსკი

პირველი სამი კლასი ვლადიმერი მხოლოდ ხუთებზე სწავლობდა, მაგრამ 1905 წელს ქუთაისში, სადაც მომავალი პოეტი ცხოვრობდა, რევოლუციურმა განწყობამ მოიცვა. 11 წლის ასაკში ის რევოლუციურ წრეზე მოხვდა და სწავლა მისთვის უბრალოდ უინტერესო გახდა. 1906 წელს მამამისის გარდაცვალებისა და მოსკოვში გადასახლების შემდეგ მან სწავლას თავი საერთოდ დაანება. ამგვარად ვლადიმერმა „კაცობრიობის კულტურის აკვანი“ სიცოცხლის ბოლომდე შეიძულა, რაც მის ახალგაზრდული მაქსიმალიზმით გაჟღენთილ შემოქმედებაშიც ჩანს.

ანტონ ჩეხოვი

მოკლე თხრობის მომავალი ოსტატი გეოგრაფიასა და არითმეტიკაში გამოყოლილი ორიანების გამო მესამე კლასში ჩარჩა. მეხუთე კლასში იგივე მდგომარეობაში ბერძნულ ენაში გამოყოლილი ნიშნის გამო ჩავარდა. საინტერესოა, რომ რუსულ ენასა და ლიტერატურაში მას სამიანი ყავდა. საქმე იმაში იყო, რომ ბიჭუნა იძულებული გახლდათ მთელი თავისუფალი დრო მამისთვის დაეთმო, რომელსაც პატარა დახლი ქონდა და დახმარებას საჭიროებდა. სიტუაცია უფროს კლასებში შეიცვალა: მამის გაკოტრების შემდეგ ოჯახი მოსკოვში გადასახლდა, სადაც ჩეხოვმა სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა და ლიტერატურით დაინტერესდა.

ლევ ტოლსტოი

16 წლამდე „ომი და მშვიდობის“ მომავალი ავტორი განათლებას სახლში იღებდა. ბიჭი მასწავლებელს სერიოზულად არ აღიქვამდა და გაკვეთილებს თავს ყველანაირად არიდებდა. შემდეგ ტოლსტოი ყაზანის  საიმპერატორო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რუსეთის ისტორიასა და გერმანულ ენაში გამოყოლილი დაბალი ნიშნის გამო ის კურსზე ჩარჩა. მესამე კურსზე ტოლსტოი ფრანგი ფილოსოფოსების ნაშრომებმა გაიტაცა. ფორმალური განათლებით იმედგაცრუებულმა ახალგაზრდამ უნივერსიტეტი დატოვა და მას დიპლომიც არ აუღია.

დიმიტრი მენდელეევი

მეცნიერი საგანმანათლებლო სისტემასა და რუტინულ მეცადინეობებს ვერ იტანდა. მისი ნიშნები ორიანებსა და სამიანებს არ აღემატებოდა და ის ვერ ხვდებოდა თუ რისთვის სჭირდებოდა მას აბსტრაქტული ცოდნა. ქიმიური ელემენტების ცხრილის მომავალ შემქმნელს მხოლოდ მათემატიკა და ფიზიკა აინტერესებდა.

ტომას ედისონი

7 წლის ასაკში ედისონი ქალაქის ერთადერთ სკოლაში გაუშვეს. მისი მასწავლებელი იყო მოძღვარი, რომელიც მოსწავლეებს დიდი მოცულობის ტექსტების დაზეპირებას აიძულებდა. სწავლის დაწყებიდან 1 თვეში უკვე ოროსანი იყო, ხოლო 3 თვეში სკოლაში დაბარებულ მის მშობლებს გამოუცხადეს, რომ მათი შვილი არის სულელი და მისი სახლში წაყვანა სჯობს. ედისონის მშობლებიც ასე მოიქცნენ: შედეგად მას სახლში დედა ასწავლიდა. კითხვის ათვისების შემდეგ სწავლის სურვილი მაინც გაუჩნდა და საერთო საგანმანათლებლო მეცნიერებებს სიმოვნებით შთანთქავდა. ალბათ, ედისონის პედაგოგს გაუკვირდებოდა, რომ მისმა ყოფილმა მოსწავლემ კომპანია General Electric დააარსა, მილიონერი და ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომგონებელი გახდა.

ალბერტ აინშტაინი

ენციკლოპედიური შემთხვევა. თანამედროვე ფიზიკის დამფუძნებელი, ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი, ალბერტ აინშტაინი 4 წლამდე დუმდა, კითხვა კი 7 წლის ასაკში ისწავლა. ცუდი სწავლის გამო ის სკოლიდანაც გააგდეს. ამის შემდეგ მომავალი გენიოსის განათლებას მისი ბიძა კურირებდა და ისეთ დავალებებს აძლევდა, რომლებიც სასკოლო დონეს აღემატებოდა. სხვა ვერსიით აინშტაინი კარგად სწავლობდა, მაგრამ მასწავლებლის ავტორიტეტს პატივს არ სცემდა, რის გამოც ის სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს. ასევე დადგენილია, რომ აინშტაინი აუტისტი იყო. მოწიფულ ასაკშიც კი მას არ აინტერესებდა ჰუმანიტარული მეცნიერებები, ის ცუდად წერდა და კითხულობდა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მან ფარდობითობის თეორია მაინც ამოხსნა.

ისააკ ნიუტონი

ეს ბიჭი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოსწავლე იყო.  მას მათემატიკისა და ფიზიკის სწავლა განსაკუთრებულად უჭირდა. ერთხელ სკოლაში ისააკი კლასელმა სცემა და მან გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ ის უფრო „მაგარი“ იყო. რამდენიმე თვეში ის კლასის საუკეთესო მოსწავლე გახდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ყველაზე რთულ საგნებში კოლოსალური ძალისხმევის ჩადების შემდეგ ის  იმდენად დაინტერესდა, რომ მათ მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური