„მეცნიერება დროისა და საზღვრებს გარეშე: გამოწვევები და პერსპექტივები“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა
24 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მეცნიერება დროისა და საზღვრებს გარეშე: გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონფერენციაში ჩართულ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მათ ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი; ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
პროგრამით წარმოდგენილი იყო 60-მდე სამეცნიერო მოხსენება.
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, სექციური მუშაობა ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდა:
- ისტორიაში;
- ფილოლოგიაში;
- განათლებაში;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
- მათემატიკასა და ინფორმატიკაში;
- სოციალური მეცნიერებებსა და სამართალში;
- ბიზნესსა და ეკონომიკაში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი