GE

ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია

ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, Erasmus+ (STT) მობილობის ფარგლებში, University of Gdańsk-ს ეწვია.

ალტე უნივერსიტეტის მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გუნდი მონაწილეობდა საერთაშორისო კვირეულში, რომლის მთავარი თემა იყო: „AI & Digital Transformation in Higher Education“.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ:

  • ხათუნა ელბაქიძე – ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • გიგა კიკორია – ბიზნესის სკოლის პროფესორი;
  • მარიამ დალაქიშვილი – მედიცინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერი, ლექტორი;
  • ლაშა მაჭარაშვილი – შეფასებების სამსახურის ხელმძღვანელი.

კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სწავლების, კვლევისა და აკადემიური სერვისების პროცესებს. ექსპერტებთან ერთად გამართულ ვორკშოპებზე განსაკუთრებული ყურადღება ტექნოლოგიების ეთიკურ გამოყენებას დაეთმო.

„ეს ვიზიტი იქცა მნიშვნელოვან პლატფორმად საერთაშორისო კოლეგებთან გამოცდილების გაცვლის, მათი პრაქტიკული ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული კავშირების გაღრმავებისთვის, რაც უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს“, – აცხადებენ ალტე უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური