ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ.
უნივერსიტეტის მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ადგილზე მათ კომპანიის წარმომადგენლები – სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ღამბაშიძე და საოპერაციო მენეჯერი, დავით ჯოგიაშვილი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს სადგურის ინფრასტრუქტურა და დეტალურად გაეცნენ სადგურის ფუნქციონირების როგორც ტექნიკურ, ისე საოპერაციო საქმიანობას.
შეხვედრის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტროენერგიის გამომუშავებისა და დისტრიბუციის საკითხებს. ასევე, კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სამომავლო გეგმები გააცნეს და საქართველოში განახლებადი ენერგიის ბიზნესის თანამედროვე ტენდენციებზე ინფორმაცია გაუზიარეს.
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ
by ალტე უნივერსიტეტი