GE
15 საახალწლო მულტფილმი საუკეთესო განწყობისთვის და ანიმაციების მოკლე ისტორია

საახალწლო განწყობის შექმნა სხვადასხვა ხერხით არის შესაძლებელი. სადღესასწაულო გარემოს, ნაძვის ხის მორთვისა და საშობაო კერძების მომზადების გარდა, საახალწლო მულტფილმები ქმნიან. გთავაზობთ უცხოური ანიმაციის შედევრებს, რომლებიც მხიარული ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი

პლუტოს საშობაო ნაძვის ხე
Pluto’s Christmas Tree

• აშშ, 1952 წელი.
• ანიმაციური კომედია.
• ხანგრძლივობა: 7 წუთი.
• IMDb: 7,7.

მიკი მაუსი და პლუტო საშობაო ნაძვის ხისთვის მიემგზავრებიან. თაგუნია ვერც კი წარმოიდგენს, რომ სახლში, მოჭრილ ხესთან ერთად, ორი თავხედი თახვი აღმოჩნდება. ერთგული პლუტო სადღესასწაული განწყობის დასაცავად ყველაფრისთვის არის მზად. მულტფილმი ახსენებს პატარებსა და უფროსებს, რომ დღესასწაულებზე მტრობის დრო არ არის. ტრადიციული საშობაო სიმღებები Jingle Bells და Deck the Halls ანიმაციას სადღესასწაულო ხიბლს მატებს.

თოვლის კაცი
The Snowman

• დიდი ბრიტანეთი, 1982 წელი.
• ანიმაციური ზღაპარი.
• ხანგრძლივობა: 26 წუთი
• IMDb: 8,2.

ზრდასრული მამაკაცი ბავშვობისდროინდელ ამბავს იხსენებს. ბიჭის მიერ გაკეთებული თოვლის კაცი ახალი წლის ღამეს გაცოცხლდა. აქედან, მთხრობელის ცხოვრებაში, ყველაზე არაჩვეულებრივი საშობაო თავგადასავალი დაიწყო. რეიმონდ ბრიგსის, ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით შექმნილი მოკლემატრაჟიანი ზღაპარი ,,თოვლის კაცი“, ბრიტანული საშობაო კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. სიმღერამ Walking In The Air პოპულარობა სწორედ ამ მულტფილმის დახმარებით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მთხრობელს დევიდ ბოუი ახმოვანებს.

მიკის საშობაო ისტორია
Mickey’s Christmas Carol

• აშშ, 1983 წელი.
• ანიმაციური ზღაპარი.
• ხანგრძლივობა: 26 წუთი.
• IMDb: 8,0.

შობის დადგომას ყველა სიხარულით ელის. მხოლოდ ძუნწი ებენეზერ სკრუნჯი არ წყვეტს ფულზე ფიქრს. თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც მულტფილმის მთავარ გმირს შობის სამი სული სტუმრობს. ჩარლზ დიკენსისი მოთხრობის ,,საშობაო სიმღერა“-ს გმირებს დისნეის საკულტო პერსონაჟები განასახიერებენ. მულტფილმში ებენეზერ სკრუნჯის როლი სკრუჯ მაკდაკს, ბობ კრეტჩიტის- მიკი მაუსს, ჯეიკობ მარლის კი გუფს ერგო.

კოშმარი შობის წინ
The Nightmare Before Christmas

• აშშ, 1993 წელი.
• ანიმაციური მუსიკალური ზღაპარი.
• ხანგრძლივობა: 76 წუთი.
• IMDb: 8,0.

ჰელოუინის პირქუში ქალაქის მკვიდრი ჯეკ სკელინგტონი შობის სულით არის მოჯადოებული. გმირს იმდენად უყვარდება ეს დღესასწაული, რომ სანტა კლაუსის შეცვლას გადაწყვეტს. მახვილგონივრულმა დიალოგებმა და შავმა იუმორმა რეჟისორ ჰენრი სელიკისა და პროდიუსერ ტიმ ბერტონის ნამუშევარი საკულტო კლასიკის სიაში შეიყვანა.უნივერსალური სიუჟეტის გამო მისი ყურება როგორც შობის, ისე ჰელიუინის დროს არის შესაძლებელი.

პოლარული ექსპრესი
The Polar Express

• აშშ, 2004 წელი.
• ანიმაციური ზღაპარი.
• ხანგრძლივობა: 100 წუთი.
• IMDb: 6,6.

ბიჭს, რომელსაც სანტა კლაუსის არსებობის იმედი გაუცრუვდა, მოულოდნელად ჯადოსნურ ქვეყენაში მატარებლით გამგზავრების შესაძლებლობა ეძლევა. მოგზაურობის დროს ის ახალ მეგობრებს იძენს და ხვდება, რომ სასწაულის ყველას უნდა სჯეროდეს. რობერტ ზემეკისის მულტფილმის შესაქმნელად, იმ დროის სუპერთანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები გამოიყენეს. სულშიჩამწვდომი ზღაპარი გვასწავლის, რომ სასწაულები იმ ადამიანების ცხოვრებაში ხდება, ვისაც მათი სჯერა.

შრეკის შობა
Shrek the Halls

• აშშ, 2007 წელი.
• ანიმაციური კომედია.
• ხანგრძლივობა: 27 წუთი.
• IMDb: 6,4.

შრეკი ვიწრო ოჯახურ წრეში იდეალური შობის მოწყობას გეგმავს, თუმცა ამაოდ: დღესასწაულზე დაუპატიჟებელი სტუმრები – ვირი, ჩექმებიანი კატა და სხვები მოდიან. მულტფილმი სიუჟეტის ორიგინალურობით არ გამოირჩევა: მთავარი გმირის რთული ხასიათი და ხალხმრავლობისადმი გულგრილი დამოკიდებულება ყველა წინამორბედ ეკრანიზაციაშია ნაჩვენები. თუმცა ნაცნობი პერსონაჟების საშობაო გარემოში ნახვას მაინც გირჩევთ.

საშობაო მადაგასკარი
Merry Madagascar

• აშშ, 2009 წელი.
• ანიმაციური კომედია.
• ხანგრძლივობა: 28 წუთი.
• IMDb: 6,7.

მადაგასკარის ცნობილი ოთხეულის გამო სანტა კლაუსი ავარიაში ხვდება და დროებით მეხსიერებასაც კი კარგავს. გმირებს საჩუქრების დარიგების საკუთარ თავზე აღება უწევთ. ამ დროს ისინი რთული არჩევნის წინაშე აღმოჩნდებიან: გადაარჩინონ დღესასწაული ან სახლში, ნიუ-იორკში დაბრუნდნენ.

,,საშობაო მადაგასკარის“ მოვლენები პირველ და მეორე სრულმეტრაჟან ფილმებს შორის მიმდინარეობს. მოკლემეტრაჟაჯიანი მულტფილმის შემქმნელებმა პატარა საეკრანო დრო ჭკვიანურად გამოიყენეს: მათ ნამუშევარი არა მხოლოდ კარგი ხუმრობებით, არამედ ღირებული მოლარული გაკვეთილებითაც დატვირთეს.

საშობაო ისტორია
A Christmas Carol

• აშშ, 2009 წელი.
• ანიმაციური ზღაპარი.
• ხანგრძლივობა: 95 წუთი.
• IMDb: 6,8.

ძუნწი ებენეზერ სკრუნჯის ცხოვრება ერთ ღამეში საშობაო სულების დახმარებით რადიაკლურად იცვლება. ისინი მთავარ გმირს იმისთვის სტუმრობენ, რომ განვლილი წლების შეცდომები ანახონ და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა აიძულონ. მაყურებელი კომპიუტერულ პერსონაჟებში საყვარელი მსახიობების: ჯიმ ქერის, კოლინ ფერტის, ჰერი ოლდმანისა და ბობ ჰოსკინსის ამოცნობას მარტივად შეძლებს. მართალია მულტფილმის ბევრმა ვიზუალურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება პატარების შეაშინოს, თუმცა უფროსებს ეს ზღაპარი გულგრილს ვერ დატოვებს.

კუნგ-ფუ პანდა: სადღესასწაულო გამოშვება
Kung Fu Panda Holiday

• აშშ, 2010 წელი.
• ანიმაციური კომედია.
• ხანგრძლივობა 21 წუთი.
• IMDb: 6,8.

ყოველ წელს პო და მამამისი თავიანთი სოფლის მაცხოვრებლებისთვის ხმაურიან და მხიარულ წვეულებას მართავენ. მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ გმირმა პომპეზური დღესასწაული ნეფრიტის სასახლეში უნდა მოაწყოს. საწყალი პო დრაკონის მებრძოლის მოვალეობასა და ოჯახურ ტრადიციას შორის იხლიჩება, თუმცა ბოლოს მაინც სწორ გადაწყვეტიელბას იღებს. მულტფილმის შემქმნელები ძველ ჩინურ ტრადიციებს მოწიწებით მოეკიდნენ, ამოტომ მასში სანტა კლაუსი, ნაძვის ხე და დასავლური შობისთვის დამახასიატებელ სხვა ატრიბუტები არ ჩანს.

დრაკონები: ღამის ფურიას საჩუქარი
Dragons: Gift of the Night Fury

• აშშ, 2011 წელი.
• ანიმაციური კომედია.
• ხანგრძლივობა: 22 წუთი.
• IMDb: 7,6.

მოქმედება პირველი სრულმეტრაჟიანი მულტფილმის შემდეგ ხდება. ვიკინგები ზამთრის ტრადიციული დღესასწაულის ასაღნიშნად ემზადებიან, მაგრამ უცაბედად მოშინაურებული დრაკონები კუნძულიდან მიფრინავენ. იკკინგიმ აუცილებლად უნდა გაარკვიოს რაშია საქმე. მოკლემეტრაჟიანი ფილმი ამ ჯადოსნურ არსებებს გაგაცნობთ და თან შესანიშნავ საშობაო განწყობას შეგიქმნით.

სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური
Arthur Christmas

• დიდი ბრიტანეთი, აშშ, 2011 წელი.
• ანიმაციური ზღაპარი.
• ხანგრძლივობა: 97 წუთი.
• IMDb: 7,1.

მოქმედი სანტა პენსიაზე გასასვლელად ემზადება, მაგრამ საჩუქრების მიწოდების მოწესრიგებულ სისტემაში გარღვევაა. აღმოჩნდა, რომ ერთმა ბავშვმა საჩუქარი არ მიიღო. საქმეს ხელს სანტას უმცროსი ვაჟი – არტური კიდებს. საშობაო მულტფილმი ფარდას ხდის საიდუმლოს, თუ როგორ ახერხებს სანტა ერთ ღამეში ყველა ბავშვისთვის საჩუქრის მოტანას.

სიზმრების მცველი
Rise of the Guardians

• აშშ, 2012 წლი.
• ანიმაციური ზღაპარი.
• ხანგრძლივობა: 97 წუთი.
• IMDb: 7,3.

ბოროტი სულის გეგმების ჩასაშლელად ჩრდილოელი ნიკი, კბილის ფერია, სააღდგომო ბაჭია და ქვიშის ადამიანი ერთიანდება. თუმცა თავიდან მათ თავიანთ მხარეს ყინულის ჯეკი უნდა გადმოიბირონ. მიუხედავად იმისა, რომ შობის დღესასწაული მულტფილმში არ ფიგურირებს, ,,სიზმრების მცველი“ ჯადოსნური ამბებით არის გაჯერებული, რაც მას სადღესასწაულო განწყობას უქმნის. შემქმნელების ფანტაზიის წყალობით ლეგენდები და ფოლკლორული პერსონჟები მაყურებლებში დიდ ინტერესს იწვევენ.

სოლანისა და ლიუდვიგის ზამთრის თავგადასავალი
Solan og Ludvig — Jul i Flåklypa

• ნორვეგია, 2013 წელი.
• ანიმაციური ზღაპარი.
• ხანგრძლივობა: 76 წუთი.
• IMDb: 6,8.

ნორვეგიის ერთ-ერთ ქალაქის მაცხოვრებლები ნამდვილი ზამთრის ლოდინით დაიღალნენ. ყველაზე მეტად უთოვლობა ადგილობრივი გაზეთის რედაქტორს აღელვებს. ბოროტი ჟურნალისტი მექანიკოს რეოდორს თოვლის ჭავლის აწყობას სთხოვს, შემდეგ კი მას მთელი ქალაქის დასათოვლად იპარავს.

ოლაფის გაყინული თავგადასავალი
Olaf’s Frozen Adventure

• აშშ, 2017 წელი.
• მუსიკალური ზღაპარი.
• ხანგრძლივობა 21 წუთი.
• IMDb: 5,3.

პრინცესა ანა და დედოფალი ელზა ყოველგვარი საშობაო ტრადიციების გარეშე გაიზარდნენ. მეგობრებისთვის ნამდვილი საახალწლო დღესასწაულის შესაქმნელად თოვლის კაცი ოლაფი სამეფოს საუკეთესო ჩვეულებების გასაგებად მიემგზავრება.

,,ოლაფის გაყინული თავგადასავალის“ ყურებამდე აუცილებლად უყურეთ მის წინამორბედ სრულმეტრაჟიან მუკტფილმს ,,გაყინული“ (,,Frozen”). სხვაგვარან სიუჯეტში ბევრ რამეს ვერ გაიგებთ, მაგალითად რატომ აქვს ელზას ამდენი წყვილი ხელთათმანი.

გრინჩი
The Grinch

• აშშ, 2018 წელი.
• ანიმაიური კომედიური ზღაპარი.
• ხანგრძლივობა: 85 წუთი.
• IMDb: 6,3.

გრინჩი დღესასწაულებსა და მხიარულებას ვერ იტანს, სამაგიეროდ მეზობლად მდებარე ქალაქში შობას ყველა აღნიშნავს. არაა გასაკვირი, რომ დღესასწაულის მოახლოებასთან მწვანე ბუზღუნას ხასიათი უფრო და უფრო უარესდება. გირჩევთ ეკრანიზაციას ორიგინალში უყუროთ, რათა ბენედიქტ კამბერბეჩის ხმით დატკბეთ. მან მულტფილმში მთავარი პერსონაჟი გაახმოვანა.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი