GE

15 სექტემბერს ბრუნო ელის საჯარო ლექცია: დიდი ომი (1914-1918) კავკასიაში გაიმართება

მსოფლიო ომის ასი წლისთავთან დაკავშირებით, გოეთეს ინსტიტუტთან და ანატოლიის კვლევების ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ ბრუნო ელის საჯარო ლექციაზე: დიდი ომი კავკასიაში (1914-1918).

საჯარო ლექცია გაიმართება ორშაბათს, 15 სექტემბერს, 18 საათზე, გოეთეს ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში, ზანდუკელის 16, თბილისი.

დასწრება თავისუფალია.

საჯარო ლექცია წარიმართება ფრანგულ ენაზე ქართული თარგანით.

ბრუნო ელი დაიბადა 1939 წელს. სამხედრო კარიერამ შესაძლებლობა მისცა გაცნობოდა ოთხივე კონტინენტს. შემდგომ ის დაუბრუნდა უნივერსიტეტს და განსაკუთრებული ინტერესით დაიწყო ევრაზიული ზონის შესწავლა ანატოლიიდან ჩინეთის საზღვრებამდე.

სან-სირის სამხედრო სკოლის დამთავრებამდე ის სწავლობდა პარიზის აღმოსავლური ენების სკოლაში. ელის ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ და რუსულ ენებში აქვს მიღებული, ხოლო მაგისტრისა თურქოლოგიასა და ოსმალეთის კვლევებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური