17-მილიონიანი სესხი ქუთაისსა და თელავში პროფესიული განათლების ჰაბების შესაქმნელად
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებისთვის აზიის ბანკისგან 17-მილიონამდე ევროს სესხის აღებას გეგმავს. ხელშეკრულების პროექტი პარლამენტის პლენარულ სესიაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. როგორც მან განმარტა, ქუთაისსა და თელავში პროფესიული განათლების ჰაბების ჩამოყალიბებაა დაგეგმილი.
„ეს არის აზიის განვითარების ბანკთან ახალი ხელშეკრულება, იგეგმება თითქმის 17 მილიონი ევროს გამოყოფა და ეს იქნება პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით. კერძოდ, ეს არის საინვესტიციო კრედიტი, რომელიც მიზნობრივად იქნება მიმართული და მისი განმკარგავი იქნება განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. პროექტი გულისხმობს ორ რეგიონში პროფესიული განათლების ჰაბების ჩამოყალიბებას და სასწავლებლების შესაბამის განვითარებას. ეს არის ქუთაისსა და თელავში არსებული პროფესიული სასწავლებლები.
“ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ სასკოლო ინფრასტრუქტურაში, დამატებით პროფესიული განათლების კომპონენტების შეტანას და ჯამში ამ მიმართულებით საჭირო აღჭურვილობის და ინვენტარის შეძენას. რაც შეეხება სესხის პირობებს, 23-წლიანი სესხია, მათ შორის 14 წელი გვაქვს შეღავათიანი პერიოდი, წლიურად 0,7 პროცენტიანი სესხი გამოდის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები