პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაძლებლობა მიეცემა საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს.
ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად შესაბამისი კანონპროექტები – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ორგანოში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პროფესიულმა სასწავლებლებმა ისევე, როგორც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სასწავლო პროცესის ფარგლებში წარმოებული პროდუქციის რეალიზება შეძლონ. მისივე თქმით, პროფესიულ სასწავლებლებში სამეწარმეო საქმიანობის და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას სამინისტრო გააკონტროლებს.
პარლამენტმა 25 ნოემბერს პირველი მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილებას ეხება.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.
-
70-ე ადგილზე ჩაწერილი პროგრამით უნივერსიტეტში! – 2026 წლის აბიტურიენტები სხვა რაკურსით
by ARIS.GE-განათლება
-
რა ცვლილებები იგეგმება უმაღლეს განათლებაში – მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი გეგმა წარუდგინა
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ მიმდინარეობს სარეალიზაციო პუნქტში სასკოლო ფორმების გაყიდვა – EDU.ARIS.GE-ს რეპორტაჟი (+ფოტოები)
by ARIS.GE-განათლება