18 ნოემბერს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
18 ნოემბერს, 19:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ნატოლინის „ევროპის კოლეჯის“ საერთაშორისო კომუნიკაციების ოფიცერი თათევიკ ჰოვჰანისიანი საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
უნივერსიტეტის მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტები ონლაინ შეხვედრაზე ინფორმაციას „ევროპის კოლეჯში“ სამაგისტრო საფეხურზე სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ მიიღებენ.
„ევროპის კოლეჯი“ ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სრული სტიპენდია ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლებისთვის ბრიუგეს (ბელგია) და ვარშავის (პოლონეთი) კამპუსებში.
შეხვედრაზე დასწრების მსურველთათვის რეგისტრაციის ბმული
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა გაიარეს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი