„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი რუმინეთში, XIV საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდა
„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა რუმინეთში გამართულ ორ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო აუდიტორიას ქართული ხალხური ცეკვისა და კულტურის ნიმუშები წარუდგინა.
უნივერსიტეტის მიერ 11 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 30 ივლისი–3 აგვისტოს პერიოდში ანსამბლი ქალაქ აიუდში გამართულ XIV საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდა, რომელიც იუნესკოს ორგანიზებითა და დაფინანსებით გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ანსამბლმა სხვადასხვა საკონცერტო პროგრამაში ქართული ხალხური ცეკვები შეასრულა, მონაწილეობა მიიღო ეროვნული სამოსის საზეიმო აღლუმში და საერთაშორისო საზოგადოებას ქართული კულტურისა და ფოლკლორული ტრადიციების მრავალფეროვნება გააცნო.
ფესტივალის ფარგლებში ანსამბლმა მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამებში წარადგინა ქართული ხალხური ცეკვის ნიმუშები, მონაწილეობა მიიღო ეროვნული სამოსის საზეიმო აღლუმში და საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და ფოლკლორული ტრადიციები გააცნო.
ღონისძიების პროგრამის ფარგლებში გაიმართა მონაწილე ქვეყნების ოფიციალური მიღება, სადაც ანსამბლს აიუდის მერმა, ვიცე-მერმა და კულტურის მენეჯერმა უმასპინძლეს. შეხვედრები კულტურათაშორისი დიალოგისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას წარმოადგენდა.
5–11 აგვისტოს ანსამბლი ქალაქ პიატრა-ნიანცში საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში – „Ceahl Forum“ მონაწილეობდა, სადაც მაყურებელს ქართული ხალხური ცეკვები წარუდგინა.
„ევროპის უნივერსიტეტი“ აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტების საერთაშორისო კულტურულ პროექტებში მონაწილეობას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსეულ წარმოჩენას საერთაშორისო სივრცეში.
-
სასწავლო-შემეცნებითი ტური რომში – „ევროპის უნივერსიტეტი“ კურსის „რომის სამართლის საფუძვლები“ სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრა – The Dental Portfolio Roadmap გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია დაიწყო
by ევროპის უნივერსიტეტი