GRUNI-ს სამ საგანმანათლებლო პროგრამას 7-წლიანი უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის 3 უმაღლეს ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას უპირობო, 7-წლიანი აკრედიტაცია მიენიჭა.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა.
ეს პროგრამებია:
მდგრადი ბიზნესის ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამა (1 წელი | 60 კრედიტი)
ინტენსიური სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს, აღჭურვოს სტუდენტები ორგანიზაციულ დონეზე მდგრადი ინიციატივების დასანერგად საჭირო უნარებით, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო კორპორაციების ტრანსფორმაციის პროცესში.
მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2 წელი | 120 კრედიტი)
პროგრამა შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, მიიღონ ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში მდგრადობის კომპონენტის ინტეგრირებისთვის საჭირო ცოდნა, უნარები და პრაქტიკული გამოცდილება, ჩამოყალიბდნენ ლიდერებად და ეფექტურად მართონ მდგრადი ტრანსფორმაციის პროცესი ბიზნეს სექტორში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამა (3 წელი | 60 კრედიტი)
ინტენსიურ კვლევაზე ორიენტირებული პროგრამა ფოკუსირდება მდგრადობაზე, კორპორაციულ სტრატეგიასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. მისი მიზანია თეორიული ცოდნა შეუსაბამოს პრაქტიკულ გამოვლინებებს და აკადემიურ პერსონალსა და პროფესიონალებს მისცეს შესაძლებლობა, ჩამოყალიბდნენ მომავალ ლიდერებად, მკვლევრებად და ექსპერტებად მდგრადი ბიზნესის სფეროში.
აღნიშნულ პროგრამებს, ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით, ანალოგი არ აქვთ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს
-
ახალი სტუდენტური პროექტი GRUNI-ში – „ყავა პროფესორთან“
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში, სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობისათვის, 2025 წლის საუკეთესო აკადემიური პერსონალი გამოვლინდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს EPLO-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფილიალის დირექტორი ესტუმრა – გაფორმდა მემორანდუმი
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი