„ევროპის უნივერსიტეტში“ „ერასმუს+“ საერთაშორისო მობილობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
6 იანვარს, „ევროპის უნივერსიტეტში“, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის, „ერასმუს+“ საერთაშორისო მობილობის შესახებ საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 8 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის მიერ Erasmus KA171 პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საშუალება ეძლევათ, სწავლა ევროპის სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში გააგრძელონ.
საერთაშორისო თანამშრომლობის მსგავსი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებას და დადებითად აისახება მათ სამომავლო კარიერაზე.
გაზაფხულის სემესტრში საერთაშორისო სემესტრული მობილობის ფარგლებში, 9 სტუდენტი სწავლას პარტნიორ უნივერსიტეტებში გააგრძელებს.
-
15-16 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტი“ „ერაზმუსის დღეებს“ აღნიშნავს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის კახეთში შემეცნებითი-გასართობი ექსკურსია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით სახელმძღვანელო „ციფრული წიგნიერება“ გამოიცა
by ევროპის უნივერსიტეტი