GE

საბაუნის სადოქტორო კედელს კიდევ სამი სამართლის დოქტორი შეემატა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სადოქტორო კედელს კიდევ სამი დოქტორი შეემატა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025 წელს, სადოქტორო დისერტაციები წარმატებით დაიცვეს და სამართლის დოქტორები გახდნენ ცისია ოქროპირიძე, სანდრო-გიორგი სარუხანიშვილი და ოლიკო კობახიძე.

მათი სადისერტაციო ნაშრომები სამართლის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს:

  • ცისია ოქროპირიძე – „ქორწინება, როგორც ძირითადი უფლება და მისი მიმართება თანასწორობის საკონსტიტუციო გარანტიებთან“;
  • სანდრო-გიორგი სარუხანიშვილი – „დიდი მონაცემების სახელშეკრულებო მოწესრიგება და სამართლებრივი დაცვა ციფრული ფინანსური ბაზრის კონკურენციაში“;
  • ოლიკო კობახიძე – „ქართული ცეკვა, როგორც ქორეოგრაფიული ნაწარმოები და მისი საავტორო სამართლებრივი დაცვის მექანიზმები“.

სამართლის სადოქტორო პროგრამის მიზანია:

  • სამართლის პრაქტიკისა და თეორიის აქტუალურ საკითხებზე სიღრმისეული სამეცნიერო ანალიზი, შედეგზე ორიენტირებული კვლევა და ახალი ცოდნის შექმნა;
  • სამართლის დინამიკურ გამოწვევებზე ორიენტირებული მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის მომზადება;
  • მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების შექმნით ქართული და შედარებითი სამართლის განვითარებაში წვლილის შეტანა.

უნივერსიტეტი ულოცავს დოქტორებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და უსურვებს მათ წარმატებებს აკადემიურ საქმიანობასა და პროფესიულ ცხოვრებაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური