გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა QS Stars-ის 3 ვარსკვლავი მოიპოვა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სარეიტინგო სისტემის, QS Stars-ის კომპლექსური აუდიტი და 3 ვარსკვლავი (Rated for Excellence) მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად უნივერსიტეტმა გაავრცელა.
QS Stars არის ხარისხის საერთაშორისო ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი თანამედროვე გლობალურ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
QS Stars-ის აუდიტმა უნივერსიტეტს მისცა შესაძლებლობა, თავისი საქმიანობა საერთაშორისო ექსპერტების თვალით შეეფასებინა. შედეგები კი ადასტურებს, რომ გრუნი არის სივრცე, სადაც სტუდენტის ინტერესი უპირველესია:
სწავლება და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა – სტუდენტთა კმაყოფილების მაჩვენებელი შეადგენს 87%-ს, ხოლო აკადემიური პროგრამების დასრულების მაჩვენებელი რეგიონში ერთ-ერთი უმაღლესია (99.2% );
დასაქმება და კარიერული განვითარება – უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 84.3% წარმატებითაა დასაქმებული, ხოლო სტუდენტებისთვის აქტიურად ტარდება პრაქტიკული სტაჟირებები და დასაქმების ფორუმები;
საერთაშორისო ჩართულობა – უნივერსიტეტი აერთიანებს 21 ეროვნების სტუდენტს, თანამშრომლობს 63 საერთაშორისო კვლევით პარტნიორთან და განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას გლობალურ საგანმანათლებლო ქსელებში;
ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო – თანამედროვე აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და ციფრული რესურსები უზრუნველყოფს სტუდენტთა აკადემიური და პროფესიული უნარების განვითარებას.
„ეს აღიარება გვიხსნის გზას ახალი საერთაშორისო პარტნიორობებისა და გაცვლითი პროგრამებისკენ, რაც ჩვენს სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს“, – აცხადებენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.
-
GRUNI-ს ასოცირებული პროფესორისა და პროფესორის ერთობლივი სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-სა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მკვლევართა სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი