თუ ელექტრონულ ჟურნალში სისტემამ პაროლის ცვლილება მოგთხოვათ – დეტალური ინსტრუქცია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ცნობით, უსაფრთხოების მიზნით და ასევე სისტმის მოთხოვნის შესაბამისად, ელექტრონული ჟურნალის მომხმარებელმა პაროლი გარკვეული პერიოდულობით უნდა შეცვალოს.
რა ნაბიჯების გავლა უწევს მომხმარებელს პაროლის ცვლილებისთვის – დეტალური ინსტრუქცია:
როგორ შევცვალოთ მომხმარებლის პაროლი?
მომხმარებლის პაროლის შესაცვლელად შევდივართ https://email.mes.gov.ge/ ბმულზე და ვირჩევთ ელექტრონულ ფოსტაზე შესვლას.
ვწერთ მომხმარებლის სახელს (მაგ: მასწავლებლის შემთხვევაში მომხმარებლის სახელი ბოლოვდება @teachers.gov.ge-ით, მოსწავლის შემთხვევაში – @students.gov.ge) ვაჭერთ ღილაკი Next და ვწერთ არსებულ პაროლს, შემდეგ ვირჩევთ ღილაკს „Sign in”.
ამის შემდეგ თქვენ უნდა განაახლოთ პაროლი. გამოსულ ფანჯარაში პირველ ველში უნდა ჩაწეროთ არსებული პაროლი, შემდეგ ორ ფანჯარაში კი თქვენ მიერ მოფიქრებული ახალი პაროლი.
გაითვალისწინეთ- ახალი პაროლი უნდა შეიცავდეს აუცილებლად დიდ და პატარა ასოებს, ასევე ციფრს/ ციფრებს და სიმბოლოებს (მაგ: %#^&*@). პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან.
ახალი პაროლის დაყენების შემდეგ, ერთჯერადი კოდით უნდა დაადასტუროთ პაროლის ცვლილება. ამისათვის, უნდა აირჩიოთ ორი ვარიანტიდან ერთი:
- ერთჯერადი კოდის მიღება sms-ის სახით;
- ერთჯერადი კოდის მიღება სატელეფონო ზარის მეშვეობით.
მაგალითად, თუ გსურთ ერთჯერადი კოდი მოგივიდეთ sms-ის სახით, აირჩიეთ პირველი ვარიანტი, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
გაითვალისწინეთ, თუ მითითებული ნომერი თქვენ არ გეკუთვნით ან შესაცვლელია, მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას და სისტემა Eschool-ში მასწავლებლის პირად გვერდზე სთხოვეთ აქტიური ტელეფონის ნომრის ჩაწერა.
პაროლის შეცვლის ბოლო ეტაპზე ჩაწერეთ ერთჯერადი კოდი, რომელიც მიიღეთ მითითებულ ნომერზე და დააჭირეთ ღილაკს Verify.
-
ჟურნალში შეფასების კორექტირება გასული დროით – როგორ უნდა მოითხოვოს პედაგოგმა ეს უფლება
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
მოსწავლის დედის სათქმელი: „მასწავლებლებო, გვასწავლეთ, ნუ გეზარებათ!“
by თავისუფალი ტრიბუნა
-
რამდენი ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში – უახლესი მონაცემები ცნობილია (2025-2026 სასწავლო წელი)
by ARIS.GE-განათლება