მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა, სკოლების კი – შემცირდა – როგორია ბოლო 11 წლის მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში, ბოლო 11 წლის განმავლობაში, მოსწავლეთა რიცხოვნობა გაიზარდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (საჯარო და კერძო სკოლები) რაოდენობა კი შემცირდა.
როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მაჩვენებლები ცხადყოფს, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 292 საჯარო და კერძო სკოლა ფუნქციონირებდა, მაშინ, როცა 2015/2016 სასწავლო წელს მათი რაოდენობა 2 331 იყო.
უფრო კონკრეტულად კი, 2015/2016-2025/2026 სასწავლო წლების დასაწყისში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა შემდეგნაირად იცვლებოდა:
- 2015/2016 – 2 331
- 2016/2017 – 2 321
- 2017/2018 – 2 308
- 2018/2019 – 2 313
- 2019/2020 – 2 313
- 2020/2021 – 2 309
- 2021/2022 – 2 308
- 2022/2023 – 2 302
- 2023/2024 – 2 296
- 2024/2025 – 2 294
- 2025/2026 – 2 292
რაც შეეხება მოსწავლეებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 644.2 ათასი მოსწავლე სწავლობდა, 2015/2016 სასწავლო წელს კი მათი რაოდენობა 553.9 ათასს შეადგენდა.
უფრო კონკრეტულად, 2015/2016-2025/2026 სასწავლო წლების დასაწყისისთვის, საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეთა რიცხოვნობა ასეთი იყო:
- 2015/2016 – 553.9 ათასი
- 2016/2017 – 564.7 ათასი
- 2017/2018 – 575.2 ათასი
- 2018/2019 – 584.4 ათასი
- 2019/2020 – 592.9 ათასი
- 2020/2021 – 609.1 ათასი
- 2021/2022 – 624.5 ათასი
- 2022/2023 – 633.3 ათასი
- 2023/2024 – 634.3 ათასი
- 2024/2025 – 640.7 ათასი
- 2025/2026 – 644.2 ათასი
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS