GE

20 წიგნი მოგზაურობაზე, რომელიც ნებისმიერ გზამკვლევს სჯობს

ნათელია, რომ ნებისმიერი მოგზაურის საუკეთესო მეგობარი გზამკვლევია. მაგრამ მშრალი ფაქტებით სავსე ეს ცნობარი ადგილობრივ ატმოსფეროში ვერ ჩაგძირავთ, ვერ მოგითხრობთ სხვა მენტალიტეტზე, ვერ გაგაცნობთ უცხო კულტურის საიდუმლოებებსა და თავისებურებებს. ყველაფერი ამის მისაღებად მხატვრულ ლიტერატურას უნდა მიმართოთ.

გთავაზობთ 20 წიგნს, რომლებიც თვალწარმტაცი და საინტერესო მოგზაურობისთვის მოგამზადებენ.

ევროპა

გრემ რობი ,,პარიზელები. პარიზული თავგადასავლების ისტორია“

ამ ნოველებისა და მთავარი გმირის დახმარებით თქვენ საფრანგეთის ისტორიაში იმოგზაურებთ. ასევე დედაქალაქის მოსახლეობის ყველა ფენის, ცნობილი ადამიანების, მკვლელების, პოეტების, კახპებისა და რევოლუციონერების ცხოვრებას გაეცნობით. ამ შემეცნებითი ნაწარმოების დახმარებით თქვენ პარიზს სულ სხვა კუთხით გაიცნობთ.

პიტერ მეილი ,,წელიწადი პროვანსში“

დღემდე, ეს წიგნი საფრანგეთის საუკეთესო ტურისტულ წიგნად არის მიჩნეული. მასში მოთხრობილია ახალგაზრდა ინგლისელი  ცოლ-ქმრის ისტორია. მათ გააკეთეს ის, რაზეც ბევრი ადამიანი ოცნებობს: თავიანთი ყოფა რადიკალურად შეცვალეს, იყიდეს სახლი სამხრეთ საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში და თავგადასავლებით აღსავსე ახალი ცხოვრება დაიწყეს.

ქეით ფოქსი ,,პარადოქსული ინგლისელები. 2460 ფაქტი“

ამ წიგნმა გამოსვლისთანავე ავტორის სამშობლოში ფურორი მოახდინა. ქეით ფოქსმა შეძლო ინგლისელი საზოგადოების ზუსტი და სახალისო პორტრეტის შექმნა. მწერალი ამ ხალხის უცნაურ თვისებებს, ჩვევებსა და სისუსტეებს აანალიზებს, მაგრამ არა როგორც მკვლევარი, არამედ როგორც ინგლისელი, იუმორით, მახვილი გონებითა და გასაგები ენით.

ორჰან ფამუქი ,,სტამბოლი. მოგინებათა ქალაქი“

ორჰან ფამუქის მელანქოლიური ნაწარმოები სტამბოლს არა მხოლოდ თავისი ამოუცნობი და მშვიდი იერით, არამედ ოსმანური იმპერიის დროინდელი დიდებულებით წარმოგვიდგენს. ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე თხრობისას მწერალი ქალაქს გვაცნობს როგორც ამოცანას, რომელიც უნდა გავიცნოთ და შევიყვაროთ. ნაწარმოების წაკითხვა ქალაქის რუკასთან ერთად არის რეკომენდებული.

პასკალ მერსიე „ღამის მატარებელი ლისაბონამდე“

რომანის მთავარი გმირის, შვეიცარიელი პედაგოგის ცხოვრება მშვიდად და ერთფეროვნად მიედინებოდა, სანამ ერთხელ ხიდზე უცნობ პორტუგალიელ ქალს შეხვდებოდა. ამის მერე ყველა მისი ფიქრი ამ ქალს და პორტუგალიას ეხება. საკუთარი თავისთვის მოულოდნელად პედაგოგი ლისაბონში მიემგზავრება და უცხო ხალხის მიმზიდველ სამყაროში ეფლობა. პასკალ მერსიეს ეს ნაწარმოები ერთ-ერთ საუკეთესო ფილოსოფიურ რომანად არის მიჩნეული.

ენტონი კაპელლა ,,საქორწილო ოფიცერი“

თუ იტალიაში არასოდეს ყოფილხართ, აუცილებლად წადით! თუ კაპელას ნაწარმოებები არასოდეს წაგიკითხავთ, სასწრაფოდ შეუდექით საქმეს! თქვენ შეუდარებელ სიამოვნებას, ნამდვილ კულინარიულ და ლიტერატურულ ორგაზმს განიცდით. იტალიაზე შეყვარებული ამ მწერლის სასიყვარულო ისტორია დასავლური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშია.

ენტონი კაპელლა ,,სიყვარულის საზრდო“

სიყვარული, საკვები, იტალია – ამ წიგნის მარტივი რეცეპტია. ამერიკელ ლაურას რომში ჩამოსვლისთანავე იტალიური საკვები  უყვარდება და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ერთადერთი ვისთანაც ურთიერთობის დაწყება ღირს მზარეულია და მაშინვე გაიცნობს მას. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა აღმოჩნდება რომ მამაკაცი, რომელიც ლაურამ გაიცნო სულაც არ არის მზარეული, გრძნობა კი, რომელიც მასთან აკავშირებს არაა სიყვარული…

ერლენდ ლუ ,,საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში“

ნაწარმოების მთავარი გმირს, რომელიც არასოდეს ყოფილა ფინლანდიაში, მასზე საინტერესო გზამკვლევის დაწერას ავალებენ. ისიც დიდი ენთუზიაზმით უდგება საქმეს, თუმცა გზად ამ თითქოსდა წყნარ და მშვიდ ქვეყანაზე ისეთ ფაქტებს აწყდება, რომელთაც ვერასდროს წარმოიდგენა.

ერლენდ ლუ ,,გულუბრყვილოდ. სუპერ“

სიტყვაძუნწი ნორვეგიელების გაგებაში, რომელთა წინაპრებიც ვიკინგები იყვნენ, ეს მარტივი და გულუბრყვილო წიგნი დაგეხმარებათ. მასში მოთხრობილია ახალგაზრდა ყმაწვილის ისტორია, რომელმაც სამსახური და სწავლა მიატოვა, რათა ცხოვრების მთავარი აზრი იპოვოს.

მარია ერნესტამი ,,კოქტეილი სიკვდილით“

ჩვეულებრივ, ტურისტები შვედეთში მშვიდი დასვენებისა და ეკონომიური „შოპინგისთვის“ მიდიან. თუმცა ჩრდილოეთის ამ ქვეყანას სრულიად სხვა სახეც აქვს, რომელიც ამ ნაწარმოებშია ნაჩვენები. ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოსიარულე უმაღლესი ძალები შვედი გოგონას, ერიკას ცხოვრებაში უხეშად ერევიან. მისი თვალებით თქვენ ისეთ სტოკჰოლმს დაინახავთ, რომელიც არავის უნახავს. სტოკჰოლმს, სადაც ისტორიის მუზეუმში თქვენ ეშმაკს შეხვდებით, ხოლო კაფეში შავი ყავის დალევას სიკვდილთან ერთად შეძლებთ.

ამერიკა

ილია ილფი, ევგენი პეტროვი ,,ერთსართულიანი ამერიკა“

ეს არის იუმორით აღსავსე, მარტივი, თუმცა საუცხოოდ შემეცნებითი ნაწარმოები, რომელიც ორი საბჭოთა კორესპონდენტის შეერთებულ შტატებში მოგზაურობაზე მოგვითხრობს. ეს წიგნი საკუთარი მარშრუტის შექმნისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც იდეალური ტურისტული შენიშვნების წყარო.

ბილი ბრაისონი ,,წარმოებულია ამერიკაში“

წიგნში იუმორით არის მოთხრობილი ამერიკის ისტორიისა და ყოფის შესახებ. ეს არის მეცნიერებისა და მოგზაურობის საუკეთესო თანამედროვე ინგლისურენოვანი პოპულარიზატორის მორიგი მინი-შედევრი.

კარინ მიულერი ,,კოკას ფოთლების გემო“

ამ წიგნში აღწერილია სამხრეთ ამერიკის მრავალფეროვანი ყოფა თავისი ისტორიით, მოსახლეობითა და ტრადიციებით. ნაწარმოების მთავარი გმირი პოზიტიური, ძლიერი და მიზანდასახული ქალია, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდის და წარმოუდგენელ დაბრკოლებებს გადალახავს. ეს არის მარტივი და საინტერესო ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

აფრიკა

ტახირ შახი ,,წელიწადი კასაბლანკაში“

ცნობილია, რომ აღმოსავლეთი დელიკატური საკითხია. ამაში საკუთარი გამოცდილებით რესპექტაბელური ინგლისელიც დარწმუნდა, რომელიც ბრიტანული ამინდისა და დასავლეთური ცივილიზაციის სწრაფი რითმისგან დაიღალა და თავის ოჯახთან ერთად ნისლიანი ლონდონიდან ჩრდილოეთ აფრიკის სურნელოვან ბაღებში გადასახლდა. ეს ნაწარმოები იმდენად სახალისო და საინტერესოა, რომ მას ვერ მოწყდებით.

ნიკოლას დრეისონი ,,აღმოსავლეთ აფრიკის ფრინელების წიგნი“

ორ ახალგზრდა მეგობარს ერთი გოგონა უყვარდება. ისინი მისი სიყვარულისთვის პაექრობას გადაწყვეტენ, თუმცა ამისთვის ძალიან უცნაურ ხერხს ირჩევენ. მოიგებს ის, ვინც მეტი სახეობის ფრინველს შეხვდება და აღწერს მათ. ამ რომანში ორი ამბავია გადმოცემული: ნაზი სასიყვარულო ისტორია და არჩვეულებრივი კომედია. ყველაფერი ეს აფრიკის კოლორიტული ბუნების ფონზეა აღწერილი, რაც წიგნს განსაკუთრებულ იერს სძენს.

სტეფანი ცვაიგი ,,არსად აფრიკაში“

წარსულში წარმატებული ადვოკატის, ვალტერ რედლიხის ოჯახი კენიაში აღმოჩნდება, საარსებო სახსრებისა და სამშობლოში დაბრუნების იმედის გარეშე. დრამატიზმით აღსავსე რომანში აფრიკის შეუდარი ბუნების პეიზაჟებია დახატული. მას კარგი წიგნის ყველა მახასიათებელი აქვს და მისი წაკითხვა მოგზაურობამდე ნამდვილად ღირს.

აზია

არავინდ ადიგა ,,თეთრი ვეფხვი“

თეთრი ვეფხვი არის ღარიბი ბიჭუნა ინდოეთის ერთ-ერთი მიყრუებული სოფლიდან. ის ქალაქში მიემგზავრება, სადაც მას თავს უამრავი თავგადასავალი გადახდება. აქ მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ეს სულაც არ არის ტიპური ისტორია ღარიბ მილიონერზე. ეს რევოლუციური ნაწარმოები ამსხვრევს ყველა სტერეოტიპს ინდოეთზე და მის ნამდვილ იერსახეს აჩვენებს.

ანნა პარვატი ,,ინდური ციკლი“

როდესაც ოჯახი ინგრევა, წარმატებული კარიერა აღარ გახარებთ და სიამოვნებასაც აღარაფერი განიჭებთ, დროა ზურგჩანთა მოიკიდოთ და რამდენიმე თვით ინდოეთში გაემგზავროთ. ასეთ დროს ადამიანმა ძველი მოგონებები უნდა დაივიწყოს და ახალი შთაბეჭდილებებით დაიტვირთოთ. ნაწარმოების თითოეული თავი სხავდასხვა მნიშვნელოვან თემაზე დაგაფიქრებთ, მათ შორის იმაზე, თუ რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი.

იურა ოკამატო ,,იაპონია ტყუილის გარეშე. აღსარება 41 სიუჟეტში“

ყველამ იცის რაღაც ამომავალი მზის ქვეყანაზე: სამურაები, სუში, გეიშები, ორიგამი, ანიმე, განვითარებული ტექნოლოგიები, ცუნამი… მაგრამ როგორია სინამდვილეში იაპონია?

ემი ტანი ,,ბედნიერებისა და წარმატების კლუბი“

ეს ნაწარმოები 16 ნოვლისგან შდგება. მწერლის მთავარ სათქმელს ოთხი ჩინელი დედა და მათი 4 ქალიშვილი გადმოსცემს. მიუხედავად იმის, რომ ისინი ამერიკაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ჩინური კულტურის თავისებურებები და ამ ქვეყნის მსოფლემხედველობა მათში მაინც დომინირებს.

ამავე თემაზე:

10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ

10 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც შეგიცვლით აზროვნებას

5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს

სტივ ჯობსის საყვარელი 8 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც ის ყველას ურჩევდა

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური