GE

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგებში ილიაუნი კვლავ მოწინავე პოზიციებზეა

2018 წელი ილიას სახელმწიფო უნივერსტეტისთვის საბაკალავრო მიღების თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა.

უნივერსიტეტის ცნობით, 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოცხადებული ჰქონდა 3847 ვაკანტური ადგილი. აქედან, 4-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე 3435 ადგილი (ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამებზე – 3305 ადგილი; ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე – 130 ადგილი), ხოლო ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო ერთწლიან პროგრამებზე* – 432 ვაკანტური ადგილი.

  • ილიაუნის 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამები პირველ პრიორიტეტად აირჩია 6579-მა აბიტურიენტმა. პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსი ერთ ადგილზე: 1.92
  • ილიაუნის 4 წლიანი ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამები პირველ პრიორიტეტად აირჩია 6555-მა აბიტურიენტმა. პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსი ერთ ადგილზე: 1.98
  • ილიაუნის ყველა პროგრამა (ქართული ენის მომზადების 1 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩათვლით) პირველ პრიორიტეტად აირჩია 6928 აბიტურიენტმა. კონკურსი ერთ ადგილზე: 1.8

ილიას სახელმწიფო უნივესიტეტი ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი არაპროფილური უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

ილიაუნი ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამებზე წელს 3305 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული; პირველ ადგილზე ილიაუნის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამები 6555-მა აბიტურიენტმა აირჩია. ამრიგად, კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 1.98 იყო.

იხ. გრაფიკი

გთავაზობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საგამოცდო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მომზადებულ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალიზს.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური