მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას – ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს დაიწყება
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 9 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 13 იანვარს დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს მონაწილე მოსწავლეებს გაითვალისწინონ, რომ I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე. II სესიაზე რეგისტრაცია – 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება.
დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლისთვისაც მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას.
13 იანვარს ოლიმპიადა სამ სესიად ჩატარდება:
10:00 საათზე – ბიოლოგიაში;
12:00 საათზე – გერმანულ ენაში;
15:00 საათზე – ფრანგულ ენაში.
-
პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის სურვილები სკოლადამთავრებულებს
by ARIS.GE-განათლება
-
მე-12 კლასელებისთვის სწავლა დასრულდა – რა თარიღებში იწყება არდადეგები სხვა კლასების მოსწავლეებისათვის
by ARIS.GE-განათლება
-
„ასეთ სკოლებში განათლების ხარისხის მიღწევა საკმაოდ რთულია, დამიჯერეთ“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე
by ARIS.GE-განათლება