ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში 7 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს – ტესტირება 64 ქალაქში იმართება
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გასტანს. ტესტირება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 64 ქალაქში იმართება.
მეორე ტურში მონაწილეობას იღებს 6 880-ზე მეტი მოსწავლე.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს.
დღეს, 10 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლას ეწვია და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო – ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია
by პროფესიული განათლების ამბები