სავალდებულოა თუ არა მოსწავლის სემესტრული განმავითარებელი შეფასება დაწყებით საფეხურზე და რა მოცულობის უნდა იყოს ის – EMIS-ის განმარტება
სკოლებს ელექტრონული ჟურნალის პირველი სემესტრის საბოლოო დადასტურებამდე რამდენიმე დღე რჩებათ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კი შეახსენებს პედაგოგებს, რომ ელექტრონული ჟურნალის რედაქტირების შესაძლებლობა 10 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
“11 იანვარს, ელექტრონული ჟურნალი საბოლოოდ დადასტურდება, რის შემდეგაც მხოლოდ სემესტრული ქულის რედაქტირება იქნება შესაძლებელი. 11 იანვრის შემდეგ, თქვენ ვეღარ შეძლებთ სემესტრის განმავლობაში, მიმდინარე დასწრების მაჩვენებლისა და შეფასებების ასახვა/ რედაქტირებას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული საკითხი და მაქსიმალურად ყურადღებით შეამოწმოთ ასახული მონაცემები”, – მიმართავს EMIS-ი პედაგოგებს.
ამასთან, განათლების სამინისტროს ქვეუწყება განმარტავს დაწყებით საფეხურზე მოსწავლის განმავითარებელი შეფასების დაწერის ვალდებულების საკითხსაც და დასძენს, რომ 1-4 კლასში სემესტრული განმავითარებელი შეფასების დაწერა სავალდებულო არაა, ხოლო მეხუთე კლასის პირველ სემესტრში სავალდებულოა.
მათივე ცნობით, მაინტერესებს პირველ სემესტრში დაწყებით საფეხურზე განმავითარებელი შეფასება სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ საგანი მარტო პირველ სემესტრში ისწავლება.
რაც შეეხება განმავითარებელი შეფასების მოცულობას, შესაბამის ველში სულ 500 სიმბოლოს დაწერაა შესაძლებელი.
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე