2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში პირველი ცვლილება განხორციელდა – რომელ პროგრამებს მიენიჭათ აკრედიტაცია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში პირველი ცვლილება განხორციელდა.
ცვლილების მიხედვით, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამებს.
იხილეთ რომელ პროგრამებს მიენიჭათ აკრედიტაცია
შენიშვნა! – სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს აკრედიტებულია თუ არა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ირჩევს (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით).
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყო. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად იყოფა – პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა აბიტურიენტებს პირველ, ძირითად ეტაპზე (3 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ.
3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მას გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა შეეძლება, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.
ამავე თემაზე:
ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2019
რეგისტრაცია 2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის დაიწყო – როგორ დავრეგისტრირდეთ
რომელ ქალაქებში გაიხსნება 2019 წლის აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრები – სია
-
ახალი დეტალები სასკოლო სიახლეებიდან – რა წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს
by ARIS.GE-განათლება
-
თსუ-ის სოც.პოლის პროფესორების წინააღმდეგობა უნივერსიტეტების გაერთიანებას – ღია წერილი და ხელმომწერთა სია
by ARIS.GE-განათლება
-
3 286 ხელმოწერა – რას მოითხოვენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მკვლევრები, პროფესორები, კურსდამთავრებულები
by ARIS.GE-განათლება