2019 წლის საშემოდგომო პროფესიული ტესტირების საბოლოო შედეგები ცნობილია
2019 წლის საშემოდგომო პროფესიული ტესტირების საბოლოო შედეგები ცნობილია. პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა, საბოლოო შედეგების გასაცნობად, უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს. ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ საბოლოო შედეგებს გაეცნონ ვებ-გვერდზე vet.emis.ge.
როგორც განათლების სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, აპლიკანტები დაფინანსების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ კოლეჯებისგან მიიღებენ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ჩვენთვის მოწოდებული მონაცემებით, სულ პროფესიულ კოლეჯებში ჩარიცხვის უფლება მოიპოვა 5621-მა პირმა. აქედან მოდულურ პროგრამებზე 5370-მა პირმა და დუალურზე 251-მა.
ასევე, ჩარიცხვის უფლება საშემოდგომო მიღებაზე 174-მა სპეციალური საჭიროების მქონე პირმა მოიპოვა.
რაც შეეხება სწავლის დაწყებას, როგორც “ემისში” განგვიცხადეს, სავარაუდოდ, სწავლა 25 ნოემბერს დაიწყება, თუმცა პროფესიულ კოლეჯებს თარიღის თავად განსაზღვრის უფლება გააჩნიათ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდა 10 622 აპლიკანტი, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში კი მონაწილეობა მიიღო 7233 აპლიკანტმა.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები