2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების ახალი შესაძლებლობა მიეცათ
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილები შევიდა და განისაზღვრა როდის გამოაცხადებს სკოლა იმ მასწავლებლის ადგილმონაცვლის ვაკანსიას, რომელსაც კომპეტენცია დადასტურებული არ ექნება.
ამასთან, ბრძანებას დაემატა პუნქტი, რომელიც კიდევ ერთ ახალ შანსს აძლევს იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2021 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაში კომპეტენციას კვლავ ვერ დაადასტურებენ:
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ და 29 ივლისს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ:
დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. 2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულებით, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად.“
გარდა ამისა, ბრძანებაში შევიდა სხვა ცვლილებებიც და ზოგიერთი პუნქტი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა:
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.“.
2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.“
3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.“
4. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).“
პრემიერ-მინისტრის ბრძანება იხილეთ ბმულზე.
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება