“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ISMA-ს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ISMA-ს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ (ლატვია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე და ხელს შეუწყობენ სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლასა და მობილობას.
ამასთან ერთად, თანამშრომლობა მოიაზრებს ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას, კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას და ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვას.
აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ქსელს.
სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კი მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ გლობალურ საგანმანათლებლო პროცესებში და მიიღონ მაღალი ხარისხის საერთაშორისო გამოცდილება.
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ კვლავ „QS წამყვანი უნივერსიტეტების“ სარეიტინგო სიაშია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ გოგონათა ფრენბურთის გუნდი 2026 წლის თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ სტაჟირებას გადიან
by ევროპის უნივერსიტეტი