საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია CIU-ში – „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები“
ცხადდება ნაშრომების მიღება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის ფაკულტეტის, იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ევრაზიის კვლევების ფაკულტეტისა და იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთობლივი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციისთვის: „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები”.
კონფერენცია გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჰიბრიდული ფორმატით (მის: თბილისი, ჩარგლის ქ. 73);
კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო უსაფრთხოება;
- საერთაშორისო სამართალი, ციფრული მმართველობა, თანმედროვე ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება;
- მედია და ციფრული სამყარო, საინფორმაციო ომის გამოწვევები და მედიაპროპაგანდა;
კონფერენციის ტექნიკური მოთხოვნები:
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ- ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;
კონფერენციის სამუშაო ენები – ქართული და ინგლისური;
კონფერენციის მონაწილე ირჩევს ერთ-ერთ სამუშაო ენას და სარეგისტრაციო ფორმას ავსებს მხოლოდ ერთ არჩეულ ენაზე;
კონფერენციისთვის სავალდებულოა მხოლოდ თეზისების წარმოდგენა (მოცულობა: მინიმუმ – 750, მაქსიმუმ – 1300 სიმბოლო);
კონფერენციაზე, სურვილის შემთხვევაში, დაშვებულია მხოლოდ ერთი თანაავტორი (თანამომხსენებელი);
მომხსენებელს აუცილებელია ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა – 25 აპრილი;
აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ – 28 აპრილი;
კონფერენციის დღე – 23 მაისი;
იხილეთ კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა.
-
CIU-ში აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს სტუდენტი პროფესიაზე – „აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას ამას ვურჩევდი“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი