„გამოცხადდება კონკურსი“ – განათლების სამინისტროს გეგმით, დირექტორი, ყველა საჯარო სკოლას 2027 წელს უნდა ჰყავდეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადება და ჩატარება იმ სკოლებში, სადაც დირექტორის პოზიციაზე დანიშნულია მოვალეობის შემსრულებელი.
ამის შესახებ უწყების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის პირველად პროექტში ვკითხულობთ, რომელიც 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ნაწილია.
რაც შეეხება შესრულების ვადას, როგორც გეგმაში ვკითხულობთ, 800-მდე სკოლას დირექტორი (არა მოვალეობის შემსრულებელი) 2027 წლის III კვარტალში უკვე უნდა ჰყავდეს.
ასევე იხილეთ:
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება