2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ამის შესახებ განცხადება დღეს, 15 ივნისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ გააკეთა.
2023 წლის ზაფხულის გამოცდების განრიგი ყველა აპლიკანტისთვის
მისი განცხადებით, დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია, რაც მოქმედებდა მოხსნილია, თუმცა, თუ აპლიკანს დაუდასტურდება კოვიდი, აქვს უფლება, მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ასეთი აპლიკანტებისთვის, როგორც ადრე, ახლაც გაიხსნება საგამოცდო ოთახი.
საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. გამოცდების ცენტრის ცნობით, წელს პირველად, საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც – გამოცდების ჩასაბარებლად რაჭიდან სხვა რეგიონში წასვლა საჭირო აღარ იქნება, რაც აბიტურიენტებს როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2023
სტატისტიკის თანახმად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა. რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. რაც შეეხება მასწავლებლის საგნის გამოცდას, რეგისტრაცია გაიარა 16 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2 500 -მდე გამოსაცდელი დარეგისტრირდა. ზაფხულის გამოცდებზე წელს სულ 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
ასევე იხილეთ:
ცნობილია რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2023
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
როდის გამოქვეყნდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი – NAEC-ის პასუხი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება