„21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის ფორმულები, უნდა აღიზარდოს მოქალაქე“
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც სასწავლო პროგრამებში წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენების, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების სწავლების საკითხების შეტანას ეხება, შესრულებულია და გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების საკითხები სხვადასხვა სახელმძღვანელოებშია ასახული.
„რაც შეეხება სკოლებში ამ თემებს, მოგეხსენებათ დაწყებით კლასებში არის საგანი „მე და საზოგადოება“ , მე-7 კლასში შემოდის ახალი საგანი დედამიწა, ასევე არის ახალი საგანი მოქალაქეობა, რომელიც ასევე მეშვიდე კლასში შევა ახალ სასწავლო წელს. ეს საგნები კონკრეტულ დისციპლინას არ უკავშირდება, მაგრამ მოსწავლის მთლიან ჰოლისტურ განვითარებას უკავშირდება. ჩვენც ცხადია მთელი ამ განათლების რეფორმის ნაწილში, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ 21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები, ან კიდევ ფიზიკის. უნდა აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული. აქვს საკუთარი ზემოქმედების პოზიტიური თუ ნეგატიური ქმედებების გააზრების შესაძლებლობა და ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმძღვანელოებში ბევრი მიმართულებით იყოს ეს საკითხები“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სოციალური მდგომარეობაც 65001 ქულაზე ნაკლებით არის შეფასებული – დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება