GE

რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტებს რომელი პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ – ცვლილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, 5 აგვისტოს ცვლილება შევიდა დადგენილებაში „იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“.

კერძოდ, უნივერსიტეტების მიხედვით ხელახლა განისაზღვრა ჩამონათვალი, თუ რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტებს რომელი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ:

იხილეთ ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები/
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტებისს მიხედვით:

დანართი (სია) პროგრამებისა და უნივერსიტეტების მიხედვით

„საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/05/2026, 430020000.10.003.025761) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალი, გარდა მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (დანართი), ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად”, – ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ დადგენილებაში.

ასევე იხილეთ:

„ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულება მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური