გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.
შეხვედრა გახსნა, სტუმრებს და კურსდამთავრებულებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მიმოიხილა გასული 2025-2026 სასწავლო წელი. ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებზე, აკადემიურ და სამეცნიერო მიმართულებებზე. ბატონმა რექტორმა განსაკუთრებით აღნიშნა სტუდენტთა როლი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მადლობა გადაუხადა მათ გაწეული შრომისთვის, მიულოცა დღევანდელი დღე და ცხოვრების ახალ, საპასუხისმგებლო ეტაპზე პროფესიული მიღწევები და წარმატებები უსურვა.
კურსდამთავრებულებს მიესალმა, სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ.
მისასალმებელი სიტყვები წარმოსთქვეს:
- საქართველოს პარლამენტის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ზვიად გაბისონიამ
- შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა
- გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე ბუზალაძემ
- გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, მარლენ ნადირაძემ
- განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ალექსიძემ
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ
- სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით გიორგაძე, გორისა და ატენის ეპარქიის დეკანოზი ღვთისო (სეხნიაშვილი), გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში, მადლობის სიგელები გადაეცათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ კალიგრაფიის გამოფენაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს. ღონისძიების დასასრულს კი სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები.
შეხვედრას მუსიკალურად აფორმებდნენ გორის უნივერსიტეტის ჯაზბენდი „კანუდოსი“, ჩელისტი დეა ხეოშვილი და სტუდენტები: ნატალი გრიგალაშვილი, ვლადიმერ თოთლაძე, მარიამ მაკრახიძე.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის – „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულები დააჯილდოეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „იდეიდან ბიზნესამდე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული საარქივო დოკუმენტების ტრანსკრიფციის კონკურსი გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი