GE

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში – Skillwill-ში, ბათუმში, Front-end პროგრამირებაზე მიღება დაიწყო

ყოველ ვებგვერდს, რომელსაც ყოველდღიურად სტუმრობთ, აქვს ნაწილი, რომელსაც ხედავთ, ეხებით და იყენებთ – მენიუ, ღილაკები, ფოტოები, ანიმაციები და სხვადასხვა ფუნქცია. ამ ციფრული გამოცდილების შექმნის უკან Front-end დეველოპერი დგას.

თუ ოდესმე გიფიქრიათ, როგორ იქმნება თანამედროვე ვებგვერდი და როგორ გარდაიქმნება დიზაინი რეალურ, ფუნქციურ პროდუქტად, Front-end პროგრამირება შეიძლება სწორედ ის პროფესია იყოს, რომელსაც ეძებთ.

Skillwill-ში, ბათუმში, Front-end პროგრამირების პროფესიულ პროგრამაზე მიღება დაიწყო. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ადგილების რაოდენობა კი შეზღუდულია.

Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

რას აკეთებს Front-end დეველოპერი?

Front-end დეველოპერი ქმნის ვებგვერდისა და ციფრული პროდუქტის იმ ნაწილს, რომელსაც მომხმარებელი უშუალოდ ხედავს და იყენებს. მისი ამოცანაა, დიზაინი აქციოს გამართულ, სწრაფ და სხვადასხვა მოწყობილობაზე მორგებულ ვებგვერდად.
ამ პროფესიის მთავარი ხიბლი ის არის, რომ მუშაობის შედეგს მაშინვე ხედავთ -კოდის თითოეული სტრიქონი ეკრანზე რეალურ ცვლილებად გარდაიქმნება. ცარიელი გვერდიდან შეგიძლიათ შექმნათ სრულფასოვანი ვებგვერდი, ონლაინმაღაზია, პლატფორმა ან სხვა ციფრული პროდუქტი.

Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

რას შეისწავლით პროგრამაზე?

სწავლის პროცესში სტუდენტები ეტაპობრივად შეისწავლიან:

  • HTML-ისა და CSS-ის გამოყენებით ვებგვერდის შექმნასა და ვიზუალურად გაფორმებას;
  • Sass/SCSS-ისა და Tailwind-ის გამოყენებით ვებგვერდის თანამედროვე სტილში აწყობას;
  • JavaScript-ის საშუალებით ვებგვერდზე ინტერაქციული ფუნქციებისა და ეფექტების დამატებას;
  • TypeScript-ის გამოყენებით დინამიური ვებგვერდების შექმნას;
  • React-ის საშუალებით თანამედროვე და ინტერაქციული ვებგვერდების შემუშავებას;
  • ვებგვერდის სწრაფად და გამართულად მუშაობისთვის საჭირო ოპტიმიზაციას;
  • Git-ის გამოყენებით კოდის ვერსიების მართვასა და გუნდურ მუშაობას;
  • Front-end პროგრამირებისთვის საჭირო ტექნიკურ ინგლისურს;
  • პრაქტიკული პროექტის შექმნას;
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კოდის შექმნის, შემოწმებისა და გაუმჯობესებისთვის.

სასწავლო პროცესი პრაქტიკულ მუშაობაზე იქნება ორიენტირებული. სტუდენტები მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ მიიღებენ – ისინი თავად შექმნიან ვებგვერდებს, შეასრულებენ რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ დავალებებს და განივითარებენ პროფესიისთვის საჭირო ტექნიკურ და პრაქტიკულ უნარებს.

ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?

პროგრამა კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც:

  • ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დაწყება სურს;
  • აინტერესებს ვებგვერდებისა და ციფრული პროდუქტების შექმნა;
  • მოსწონს ლოგიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი პროცესის გაერთიანება;
  • სურს პრაქტიკული პროფესიის დაუფლება;
  • უნდა შექმნას საკუთარი პროექტები და პროფესიული პორტფოლიო.

სწავლის დასაწყებად პროგრამირების წინასწარი გამოცდილება აუცილებელი არ არის. მთავარია ინტერესი, სწავლის სურვილი, სკოლის ატესტატი და მზადყოფნა პრაქტიკული მუშაობისთვის.

ტექნოლოგიური პროფესიის შესასწავლად დედაქალაქში გადასვლა აუცილებელი აღარ არის – Skillwill თანამედროვე პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას ბათუმშიც ქმნის.

Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

Front-end პროგრამირებაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ.

შექმენი პირველი ვებგვერდი, პირველი პროფესიული პორტფოლიო და პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიური კარიერისკენ – Skillwill-თან ერთად.

Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm