21-ე საუკუნის სწავლების სტრატეგიები მასწავლებლებს
რთულია იმაზე საუბარი, თუ რამდენად შედეგიანი იქნება სწავლების დღევანდელი მეთოდები და რამდენად იმუშავებს ახალი ტენდენციები. ადრე განათლება იყო მხოლოდ წერა-კითხვა და არითმეტიკა. ტექნელოგიის განვითარებასთან ერთად თანამედროვე ადამიანი ახალი გამოწვევების წინაშე დგება, საკმარისი არაა მხოლოდ სკოლაში მიღებული ფორმალური განათლება. დღეს ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები გლობალური აზროვნებითა და კონფლიქტების გადაჭრის უნარებით. Teachhub გვთავზობს ექსპერტთა მიერ შემუშავებულ 21-ე საუკუნის სწავლების სტრატეგიებს მასწავლებლებისთვის:
ლიდერობა
მიეცით კლასში ბავშვებს ჯგუფური დავალება, დაასახელეთ თთოეული ჯგუფის ლიდერი, რომელსაც მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ასე მოზარდი ისწავლის, თუ როგორ მართოს სხვები და მიაღწიოს წარმატებას მათთან ერთად. ამასთან, ბავშვები სწავლობენ ერთად მუშაობას, ერთმანეთის აზრის პატივისცემას და გადაწყვეტილების ურთიერთშეთანხმებულად მიღებას.
პედაგოგმა ყოველი ახალი ჯგუფური სამუშაოსთვის ახალი გუნდები და ახალი ლიდერები უნდა დაასახელოს, რათა ბავშვებს შორის ადგილი არ ჰქონდეს შუღლსა და პირად დაპირისპირებას.
კომუნიკაცია
ბევრი მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანური ურთიერთობები შესუსტდა და იგი ვირტუალური კომუნიკაციის საშუალებებით ჩანაცვლდა. თუმცა წარმატების მიღწევა ინფორმაციის მიღებისა და სხვების მოსმენის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ პედაგოგის მოვალეობაა მოსწავლეებს ასწავლოს თუ როგორ შევიდნენ კომუნიკაციაში თითქმის უცნობ ადამიანებთან და როგორ გამონახონ მათთან საერთო ენა.
ამის ყველაზე მარტივი გზა ჯგუფური სამუშაობებია. ეს შეიძლება არამხოლოდ 1 კლასის მოსწავლეებს შორის, არამედ პარალელურ კლასებს შორისაც მოეწყოს.
პრობლემის გადაჭრა
მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას მოსწავლეები ხშირად აწყდებიან დაბრკოლებებს და პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებს ეძებენ, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა. სასურველია კლასში ცხოვრებისეულ სირთულეებზე საუბარი, რათა მოზარდმა მოკლე დროში პრობლემის იდენტიფიცირება და გამოსავლის პოვნა შეძლოს. ეს უნარი მას ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს
გლობალური და კულტურული ცნობიერება
ჩვენს დროში სტუდენტი კარგად უნდა იცნობდეს არამხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ერების კულტურასაც, რათა სხვა აღმსარებლობისა თუ ეთნოსის წარმომადგენლის გვერდით მოხვედრის შემთხვევაში მისმა უცოდინრობამ უხერხულობა არ გამოიწვიოს.
კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს პერიოდულად დაევალებათ ინფორმაციების შეგროვება სხვადასხვა კულტურების შესახებ.
ინოვაცია
შემოქმედებითი აზროვნების განვითარება ცხოვრების შემდეგ ეტაპზე წარმატების მიღწევაში მოზარდს ფასდაუდებელ დახმარებას გაუეწევს.
როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი – 15 მახასიათებელი
საშინაო დავალებამ სწავლა რომ არ შეაძულოთ – რისი უნდა გვეშინოდეს მასწავლებლებს
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
წყარო: teachhub
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- „საბაზო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმა ისეა შედგენილი, მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მისი დაძლევა არ შეუძლია“ by ARIS.GE-განათლება
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი